რატი იონათამიშვილი: როდესაც სააკაშვილსა და მის უკვე კრიმინალურ ორგანიზაციაზეა საუბარი, გამოსარიცხი არაფერია

Read Time:39 Second

როდესაც სააკაშვილზე და მის უკვე კრიმინალურ ორგანიზაციაზე საუბარი გამოსარიცხი არაფერია, საზოგადოებამ იცის და არაერთი ფაქტებით დადასტურდა, რომ ძალაუფლებისთვის ეს კანტორა ყველაფრისთვის მზადაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ურკაინელი ჟურნალისტების, ოლეგ დეინეკასა და ვალერი ტოვმაჩის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე ფაქტების დადასტურებამდე პოლიტიკურ შეფასებას ვერ გააკეთებს.

„ვიდრე ფაქტები არ დადასტურდება, შეფასებებს ვერ გავაკეთებთ. მოვისმინეთ აუდიოჩანაწერი, მაგრამ საჭიროა დადგინდეს მისი ავთენტიკურობა. ბევრი კითხვა კითხვა ჩნდება და ყველას ინტერესში უნდა იყოს, რომ გაეცეს მათ პასუხი. როდესაც საუბარია სააკაშვილზე და მის უკვე კრიმინალურ ორგანიზაციაზე, გამოსარიცხი არაფერია. საზოგადოებამ იცის და არაერთი ფაქტით დადასტურდა, რომ ძალაუფლებისთვის ეს კანტორა ყველაფრისთვის მზადაა, მაგრამ როცა კონკრეტულ ბრალდებებზე შეიძლება იყოს საუბარი, ამას შესაბამისი დასაბუთება, არგუმენტები და ექსპერტიზის დასკვნები სჭირდება იმისთვის, რომ დავიცვათ უდანაშაულიბის სტანდარტი და შემდეგ მივცეთ მას პოლიტიკური შეფასებები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე – გრიპი სერიოზული ვირუსია, ამიტომ წელს უფრო მეტი უნდა აიცრას
Next post რა ცვლილებებს ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსის პროექტი