რატი იონათამიშვილი: რაც უფრო მეტს ილაპარაკებს რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო უკეთ მოხდება მათი ლუსტრაცია

Read Time:1 Minute, 8 Second

„რაც უფრო მეტს ილაპარაკებს რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი საზოგადოების არჩევანი, რათა ერთი მხრივ, მოხდეს ოპოზიციის ლუსტრაცია და მეორე მხრივ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებას სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივდეს.

უპასუხისმგებლობას, რადიკალიზაციას, დეზინფორმაციას საზოგადოება ყოველთვის ეტყვის უარს. როდესაც მთავარ ოპოზიციურ პარტიობაზე გაქვს პრეტენზია და ისე მიდის ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში და შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში, რომ ამ პარტიის თავმჯდომარე არც კი ესწრება სხდომებს – ეს უკვე ამ პოლიტიკური ჯგუფისგან თუ პარტიისგან კაპიტულაციაზე ხელმოწერის აღიარებაა“, – ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

მისი თქმით, როგორც არ უნდა ეცადონ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები, რომ დესტრუქციული როლი შეასრულონ და დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, ცხადია, ამას მმართველი გუნდი არ დაუშვებს.

„მეათე მოწვევის პარლამენტს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პერიოდში მოუწია მუშაობა. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, რაც ამ პერიოდში უნდა დამდგარიყო – ეს იყო მიიღებდა თუ არა ჩვენი ქვეყანა კონკრეტულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე. დღეს ეს მიზანი მიღწეულია. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამ პროცესში ერთ-ერთი ფლაგმანი იყო საქართველოს პარლამენტი.

პარლამენტმა უზრუნველყო იმ გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ჩვენ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და ჩვენ აუცილებლად ვაგრძელებთ ამ პროაქტიურ დღის წესრიგს – 9 ნაბიჯზე მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკებების კარის გაღებისთვისაც ჩვენი პარლამენტი შექმნის ობიექტურ, სანდო და ძლიერ კრიტერიუმებს, რასაც დაეფუძნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც საბოლოო ჯამში ჩვენი ევროპელი პარტნიორები მიიღებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა – 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება
Next post როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თაღლითებმა არ აიღონ სესხი თქვენი სახელით