რატი იონათამიშვილი: ნორვეგია საქართველოს აქტიური მხარდამჭერია როგორც ენერგეტიკის, ასევე უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით

Read Time:33 Second

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ნორვეგიის სამეფოს ელჩს საქართველოში, ჰელენე სანდ ანდრესენს, ელჩის მოადგილეს, მარკო სოლდიკსა და ელჩის მრჩეველს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში, დავით მაღრაძეს შეხვდა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

ვისაუბრეთ ძალიან ბევრ პროექტზე. ნორვეგია საქართველოს აქტიური მხარდამჭერია როგორც ენერგეტიკის, ასევე უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით. ამ მხრივ ნორვეგიის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნისთვის არის ერთ-ერთი სამაგალითო და ძალიან მნიშვნელოვანი. ნორვეგიის საელჩო საქართველოში გაიხსნა გასული წლის შემოდგომაზე, რისი ერთ-ერთი მოტივი არის ის, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული საქართველოს მხარდაჭერაში დეოკუპაციის პოლიტიკის მხრივ. ჩვენ დავსახეთ თანამშრომლობის მიზნები, მიმოვიხილეთ არსებული პოლიტიკური მდგოამრეობა და ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მიმდინარე წელს იქნება კიდევ უფრო ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 10-11 თებერვალს საქართველოში ძლიერი ყინვა, 12 თებერვალს კი ნალექი და ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი
Next post ანრი ოხანაშვილი – ოპოზიციისგან კომპრომისულ ვარიანტზე კონკრეტული პასუხი გვჭირდება