რატი იონათამიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჩვენ აღარ უნდა დავკარგოთ დრო ამ წარსულის პარტიაზე საუბრით და მთელი ენერგია უნდა მოვახმაროთ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობასა და წინსვლას

Read Time:56 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა, პლენარულ სხდომაზე, აღნიშნა, ფასადური პოლიტიკა „ნაცმოძრაობის“ სამარკო ნიშნად არის ქცეული. მან „ქართული ოცნების“ პირობებში გაკეთებული საქმეებზე გაამახვილა ყურადღება.

„მხოლოდ 3 წლის განმავლობაში, 18 ახალი ბაღი, ჯამში კი, 30 ახალი ბაღი აშენდა და 9 ბაღის მშენებლობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. 174 სკოლაა აშენებული, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 257-ს. თითოეული მათგანი არის ადაპტირებული. მავნე ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდა უახლესი, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული ავტობუსებით, ეს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ყველა თვითმმართველ ქალაქში ხორციელდება, ან უკვე დასრულებულია. არჩევნებიდან არჩევნებამდე, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, უკან დახიოს ჩვენი ქვეყანა, რადგან ფიქრობს, რომ რაც მეტი პრობლემა იქნება ქვეყანაში, მით მეტი შანსი ექნება ხელისუფლებაში მოსვლის, სხვა ინტერესი მათ არ გააჩნიათ. ამ მავნებლური დამოკიდებულებით, სინამდვილეში, „ქართულ ოცნებას“ კი არა, საქართველოს, ქართულ ეკლესიასა და ქართულ სახელმწიფოს ებრძვის ეს მავნებლური ორგანიზაცია. სიძულვილის, პოლარიზაციისა და დესტრუქციის დასრულება გადის ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური რადარებიდან გაქრობაზე, რისი გადამწყვეტი თარიღიც 30 ოქტომბერი იქნება, სადაც ქართველი ხალხი, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, საბოლოოდ დაამარცხებს ნაციონალური მოძრაობას და მასთან ერთად დასრულდება ცილისწამების კამპანია და სიცრუეზე აგებული დღის წესრიგი. ჩვენ აღარ უნდა დავკარგოთ დრო ამ წარსული პარტიაზე საუბრით და მთელი ენერგია უნდა მოვახმაროთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობასა და წინსვლას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – მელიას ისიც ვერ გაურკვევია, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის, ეს განათლების სამინისტროს საქმეა
Next post ეკატერინე დგებუაძემ განმარტა, როგორია დღეს მასწავლებლებსა და მოსწავლეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი