რატი იონათამიშვილი – კახა კალაძე არის მერობის უკონკურენტო კანდიდატი, თითოეული ჩვენი კანდიდატი სხვა მუნიციპალიტეტებშიც იქნება უკონკურენტო

Read Time:25 Second

თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძე იქნება უკონკურენტო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციური კანდიდატების შანსებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თითოეული კანდიდატი სხვა მუნიციპალიტეტებშიც იქნება უკონკურენტო.

„კახა კალაძე არის უკონკურენტო კანდიდატი, ვინაიდან ის ჩვენი ქალაქის საუკეთესო მერია და ამას ამყარებს ის კონკრეტული პროექტები და საქმიანობა, რომელიც მან დედაქალაქში გაატარა. თითოეული ჩვენი კანდიდატი სხვა მუნიციპალიტეტებშიც იქნება უკონკურენტო.

რაც შეეხება ოპოზიციურ კანდიდატებს, ფაქტია, ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ნიკა მელია და თაკო ჩარკვიანი მხოლოდ ერთმანეთის კონკურენტები თუ იქნებიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა იმნაძე: ბიზნესი თუ არ დაიცავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თავის თანამშრომლებს, ეს ბიზნესი ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში
Next post კახა კუჭავა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციის მთავარი სპიკერი იქნება