რატი იონათამიშვილი – ვნახეთ, როგორ შეიცვალა პარტნიორთა განცხადებები ობიექტური ინფორმაციის შემდეგ, უგულავას შემთხვევაშიც მსგავს საკითხთან გვაქვს საქმე

Read Time:56 Second

ადამიანის ციხეში წასვლა არავის უხარია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ წევრ, გიგი უგულავას დაკავების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, არასწორი ინტერპრეტაციით, პროცედურის ნაწილზე გაამახვილოს ყურადღება, მთავარი თემა კი 48 მილიონი ლარის გაფლანგვაა.

„ვხედავთ, ცდილობენ, ვისაუბროთ პროცედურის ნაწილზე, ისიც არასწორი ინტერპეტაციით, მაშინ, როცა მთავარი თემა 48 მილიონი ლარის გაფლანგვაა. ეს თანხა ეკუთვნის ხალხს და სახელმწიფოს. ცხადია, არც 48 მილიონი ლარის და არც 48 ლარის გაფლანგვა არავის დარჩება ისე. საზოგადოების ყურადღება გადავიდა პროცედურულ ნაწილზე და მთავარ თემაზე არ ვსაუბრობთ. ეს არის 48 მილიონი ლარის გაფლანგვა“ ,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რაც შეეხება კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას გიგი უგულავას დაკავებაზე, იონათამიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს არასწორი ინფორმაციის მიწოდებასთან.

„ვნახეთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების განცხადებები მაშინ, როცა ეს არასწორი ინფორმაციის შედეგად კეთდებოდა და ვნახეთ, როგორ შეიცვალა ობიექტურად მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ. აქაც მსგავს საკითხებთან გვაქვს საქმე და უფრო აქტიური თანამშრომლობით ამ მხრივადაც მივიღებთ ობიექტურ და პოზიტიურ შეფასებას“ ,- აღნიშნა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაზა გაბუნია: ახალი ინიციატივა იმ სამუშაოს ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც ხელისუფლებამ დედაქალაქში ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ განახორციელა
Next post თინა ხიდაშელი – დიახ, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია