რატი ბრეგაძე: „ჩვენ მათ გავაცანით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო სააკაშვილის უფლებების დაცვისა და მისი ჯანმრთელობის, მკურნალობის მიზნით“

Read Time:41 Second

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკის“ ჩართვაში ისაუბრა მედიის მიერ გუშინ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. მინისტრის თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე საუბარი არ ყოფილა.

„გუშინდელ შეხვედრას რაც შეეხება, ეს იყო შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, ასევე, შვედეთის ელჩთან, რომლებმაც გააჟღერეს დემარში; კერძოდ, ეს იყო მომართვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით, რაც უკავშირდებოდა შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩვენ მათ გავაცანით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო  სააკაშვილის უფლებების დაცვისა და მისი ჯანმრთელობის, მკურნალობის მიზნით. ეს იყო შეხვედრის ძირითადი პათოსი.  იყო, რა თქმა უნდა, საუბარი სხვა საკითხებზეც, თუმცა, ამის შესახებ არ ვისაუბრებ შეგნებულად, რადგან ასეთია შეთანხმება ელჩებთან, რომ დეტალურ შინაარსობრივ საკითხებზე ჩვენ არ ვისაუბრებთ. ამის შესახებ გააკეთა განცხადება ევროკავშირის ელჩმა და მან ისიც აღნიშნა, რომ ჩვენ გვქონდა საკმაოდ ვრცელი და გულწრფელი  საუბარი ყველა იმ საკითხზე, რაც შეეხება მსჯავრდებულ სააკაშვილის გარშემო არსებულ სიტუაციას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე ერთ-ერთ მედიასაშუალებაზე: „მე შეგნებულად არ გამოვიყენე გუშინ სიტყვა „ტყუილი“ და იმედი გამოვთქვი, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაინც მოერიდებოდნენ, კერძოდ, არ დააბრალებდნენ იმას, რაზეც მათ საერთოდ არ უსაუბრიათ
Next post ირაკლი კობახიძე – გამორიცხულია, „ხალხის ძალის“ ორივე პროექტზე იყოს უარყოფითი დასკვნა, აქედან გამომდინარე, ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ, მანამდე დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას