რატი ბრეგაძე: „ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით – გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე“

Read Time:38 Second

„ჩვენს უწყებას არაფერი აქვს დასმალი, პირიქით – მოწადინებული ვართ, საზოგადოებას მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ნებისმიერი შესაძლო ფორმით. მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან შესახვედრად, ბუნებრივია, კონსტრუქციულ ვითარებაში, სადაც მოსმენილი იქნება არგუმენტები და შესაძლებელი იქნება, რომ ინფორმაცია იყოს გაზიარებული“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სააკაშვილის თემაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან გაფართოებული შეხვედრის დაგეგმვის თაობაზე და აღნიშნა, რომ „მსგავსი ტიპის შეხვედრა ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის“.

„ამადამიანის პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს საზოგადოებასთან. გვაქვს შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან და ვაწვდით რეგულარულად ინფორმაციას. ამას ვამბობ სპეციალურად ხაზგასმით, იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით – გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოედინება ცილისწამების ძალიან დიდი ნიაღვარი, არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, –  განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა
Next post მამუკა მდინარაძე: აგვისტოს ომზე გამოძიება რაღაც მოცემულობას მოგვცემს, ვინ რა გააფუჭა და რატომ უღალატა თავის ქვეყანას