რატი ბრეგაძე: „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა, რომ 2012 წლის შემდეგ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ბოროტების მუზეუმი არ გაიხსნა, რომ მომავალ თაობებს ენახათ

Read Time:42 Second

ოპოზიცია ვერ უძლებს სიმართლის მოსმენას, რომელიც ძალიან მწარეა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში დეპუტატ სალომე სამადაშვილთან კამათის შემდეგ განაცხადა.

„ეს არის ამ ადამიანების ნამდვილი სახე, როდესაც ვერ უძლებენ სიმართლის მოსმენას, რომელიც ძალიან მწარეა მათთვის და ძალიან ბოროტულია, მაგრამ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ. იცით, რა არის ჩვენი შეცდომა? 2012 წლის შემდეგ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში რომ არ გაიხსნა ბოროტების მუზეუმი, რომ მომავალ თაობებს ენახათ, როგორც „კონცლაგერების“ ნახვაა შესაძლებელი. ეს არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი შეცდომა და დღეს სწორედ ამიტომ ბედავენ თქმას, რომ ვინმეს აწამებენ. რა არის წამება? – ის, რომ ყველა მისი უფლება არის დაცული? როდესაც სტრასბურგის სასამართლომ საქმე შეწყვიტა, რადგან არაფერი მანდ არ იყო სანახავი? ესაა წამება, თუ 1 500 ვიზიტორი, თუ VIP პალატაში განთავსება არის წამება? გაიხსენეთ კარგად, როგორ ექცეოდნენ სხვებს და, აბა, თქვას რომელიმე, მისი რომელი უფლებაა დარღვეული? ვერაფერს ამბობთ და გარბიხართ დარბაზიდან. ესაა თქვენი რეალური სახე“, – განაცხადა ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს პროკურატურა ჰააგის პროკურორის ოფისს ჩატარებული გამოძიებისა და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის
Next post ნიკოლოზ სამხარაძე – ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა, როგორ მუშაობს ხელისუფლება საერთაშორისო სტრუქტურებთან 2008 წლის დანაშაულების გამოსაძიებლად