რატი ბრეგაძე: ფრეიზერის ინსტიტუტის“ რეიტინგი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დაცული არის საკუთრების უფლება და შექმნილია ისეთი სამართლებრივი გარემო, რომელშიც ადამიანები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ“

Read Time:34 Second

„სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ – „ფრეიზერის ინსტიტუტის“ რეიტინგში საქართველო საგრძნობლად დაწინაურდა. იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის განმარტებით,  ეს მაჩვენებელი მთავრობის ეფექტიანად მუშაობის შედეგია.

„ ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური ინდექსის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობა მუშობს ეფექტიანად, საქართველოში დაცული არის საკუთრების უფლება და  შექმნილია ისეთი სამართლებრივი გარემო, რომელშიც ადამიანები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ. ამგვარი დაწინაურება რა თქმა უნდა მოიზიდავს დამატებით ინვესტორებს, რაც შექმნის კიდევ უფრო მეტ დასაქმების ადგილებს და შესაბამისად წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

„ფრეიზერის ინსტიტუტის“ „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ ახალი რეიტინგით საქართველო მსოფლიო ლიდერთა ხუთეულშია Fraser institute-ის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში 8.26 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: „ქართულ ოცნებას“ დღეს ალტერნატივა არ ჰყავს, გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ
Next post ლევან დავითაშვილი – ხურვალელებს შევპირდი და იმავე წელს ჩვენ დავიწყეთ ნადარბაზევის წყალსაცავის აღდგენა