რატი ბრეგაძე: უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მოქალაქეობის აღდგენა პრეზიდენტის პრეროგატივაა

Read Time:49 Second

ამ ეტაპზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში საარჩევნო ხმა არ აქვს, შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სააკაშვილის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით.

„ეს კომენტარი იუმორისტული გადაცემისთვის გინდათ, თუ საინფორმაციოსთვის? კითხვა, სხვა ქვეყნის მოქალაქე უნდა გახდეს თუ არა საქართველოს პრემიერი და პოლიტიკაში ჩაერთოს, ნამდვილად იუმორისტული ჟანრიდანაა. უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა ასე ვერ მოხდება. მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა. ამ ეტაპზე უცხოელს საქართველოში საარჩევნო ხმა არ აქვს და შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

„მოქალაქეობის აღდგენაზე პრეზიდენტის შესაძლო გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს არის მისი კონსტიტუციური პრეროგატივა. მან უნდა გადაწყვიტოს, მიანიჭებს თუ არა მოქალაქეობას, თუმცა ნამდვილად გასაკვირია, როცა სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი გადის საქართველოს მოქალაქეობიდან და იღებს უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობას. ძალიან უცნაურია და არც თუ ისე ხშირია მსოფლიო პოლიტიკაში. ეს ნამდვილად სამწუხარო ფაქტი იყო. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი პრეზიდენტი აუცილებლად იხელმძღვანელებს ამ მოსაზრებებით, როცა გადაწყვეტილების მიღების მომენტი დადგება, რა თქმა უნდა, თუ ეს საკითხი დადგება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიგრაციის ევროპული ქსელის ფარგლებში თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
Next post გიორგი ჩაკვეტაძე: გვაქვს ევროპული პერსპექტივა და მიმდინარე წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ველით, თუმცა კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიღებულიყო