რატი ბრეგაძე: ,,უცხოეთში გადაყვანა, როდესაც ადგილზე ვთავაზობთ იგივეს, რა მკურნალობაც შეუძლია მიიღოს საზღვარგარეთ… ანუ ამ შემთხვევაში გარემო იქნება სხვა თუ ჰაერი“

Read Time:48 Second

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს ნებისმიერი უცხოელი ექიმის ჩამოყვანას და მის მკურნალობის პროცესში ჩართვას სთავაზობს.

„გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, რომ ნებისმიერი კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს უცხოეთიდან. ვფიქრობ, ამაზე მეტი ჰუმანური შეთავაზების გაკეთება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არის შეუძლებელი. ფიზიკურად სხვა არანაირი ბერკეტი არ არსებობს. უცხოეთში გადაყვანა, როდესაც ადგილზე ვთავაზობთ იგივეს, რა მკურნალობაც შეუძლია მიიღოს საზღვარგარეთ ანუ ამ შემთხვევაში გარემო იქნება სხვა თუ ჰაერი “, − ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

რატი ბრეგაძის განცხადებითვე, სააკაშვილის მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანის სამართლებრივი ბერკეტი სამინისტროს არ გააჩნია, კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი კი, ვერავის მიმართ იქნება დაშვებული.

,,მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია. კანონის წინაშე თანასწორობა − ეს არის ერთ-ერთი მთავარი კონსტიტუციური ღირებულება, რომელიც თანაბრად ვრცელდება ამ ქვეყანაში მყოფ ნებისმიერ პირზე, და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული“ − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის მოთხოვნა 2024 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება
Next post ანრი ოხანაშვილი: გერმანია ისტორიულად მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას