რატი ბრეგაძე: ,,სააკაშვილის აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა არის კანონის მიხედვით დაცული და შესაბამისად, უფლებრივ მდგომარეობასთნ დაკავშირებით რაიმე სახის ობიექტური პრეტენზია არ არსებობს“

Read Time:46 Second

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა არის კანონის მიხედვით დაცული და, შესაბამისად, უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით რაიმე სახის ობიექტური პრეტენზია არ არსებობს.

,,უნდა ითქვას ისიც, რომ ექიმების მიერ გაწეული ყველა რეკომენდაცია უკვე შესრულებულია, ბუნებრივია, მსჯავრდებულის თანხმობით. მეტიც, მისი აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა არის კანონის მიხედვით დაცული და, შესაბამისად, უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით რაიმე სახის ობიექტური პრეტენზია არ არსებობს“, – განაცხადა რუსთავი 2-ის ეთერში იუსტიციის მინისტრმა.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, უწყების მთავარი მიზანია, მიხეილ სააკაშვილის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის, ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური.

„რაც შეეხება როგორც მის პირად ექიმს, ისე სხვა ექიმებს, ჩვენ მრავალჯერ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრისა, იყოს სტაბილური. სწორედ ამ მიზნით ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩამოვაყალიბეთ კონსილიუმი და დაგვეხმარა ჯანდაცვის სამინისტრო. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ეკატერინე ტიკარაძეს. გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა ექიმებთან, რომლებიც არიან ამ კონსილიუმის მონაწილეები. მათ გაგვიზიარეს თავიანთი ძირითადი მიგნებები და გაგვიწიეს გარკვეული რეკომენდაციები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვლადიმერ ბოჟაძე: ბანკის გაკოტრებაში და ხალხის გაკოტრებაში ბრალდებულ 2 თაღლითს თანამდებობები გადაუნაწილებიათ
Next post კახა კალაძე: მთელი საარჩევნო კამპანია ისე ჩატარდა – ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც რეალურად საუბრობდა პროგრამასა და გასაკეთებელ საქმეებზე