რატი ბრეგაძე: „რაც უნდა დიდი დრო გავიდეს, ისტორიული სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს ისტორიულ უსამართლობაზე“

Read Time:33 Second

„რაც უნდა დიდი დრო გავიდეს, ისტორიული სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს ისტორიულ უსამართლობაზე“, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კითხვას – აქვს თუ არა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაცია აღასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის საქმეზე.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, აღსრულების პროცესი მარტივი არ იქნება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მან სრულად უნდა აანაზღაუროს საქართველოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი:

„გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. რუსეთის ფედერაციამ ეს დარღვევები ჩაიდინა მაშინ, როდესაც ის იყო ჯერ კიდევ ევროსაბჭოს წევრი. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მას აქვს ვალდებულება, სრულად აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ადრე თუ გვიან ეს ზიანი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სრულად ანაზღაურდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: სამართალი აუცილებლად აღსრულდება და მთელი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია სწორედ სამართლებრივი მეთოდებით აუცილებლად წარმატებით განხორციელდება“
Next post საქართველოს პრემიერმინისტრი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა