რატი ბრეგაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ – შანტაჟით ბრძენ ხალხს ვერ შეაშინებთ, ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის მცდელობას კი კანონი და სამართალი ადგილს მიუჩენს

Read Time:30 Second

თქვენი შანტაჟით ბრძენ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ. ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის განხორციელების მცდელობას კი კანონი და სამართალი შესაბამის ადგილს მიუჩენს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე წერს.

რატი ბრეგაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.

„ჩალაგამოვლებული ნაციონალური ბოლშევიკების პროპაგანდა: უსამართლობა სამართლიანობაა, უკანონობა – კანონიერება, სისხლისღვრა – მშვიდობა და სამართალი არის ის, რასაც ვიტყვით ჩვენ!

თქვენი შანტაჟით ბრძენ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ. ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის განხორციელების მცდელობას კი კანონი და სამართალი შესაბამის ადგილს მიუჩენს!“ – წერს რატი ბრეგაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩიბურდანიძე გუბაზ სანიკიძეს: ომი მაშინ ვერ გაბედე, როდესაც შენს გვერდით მდგარი ღირსეული კაცები მიშას წინააღმდეგ ტყვიაზე მიდიოდნენ, დღეს კი შენს გვერდით გმირები აღარ დგანან
Next post ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია