რატი ბრეგაძე: „მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით“

Read Time:47 Second

იუსტიციის მინისტრმა მსჯავრდებულ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის
დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ ბრიფინგი გამართა.
რატი ბრეგაძის განცხადებით, ვიზიტის განმავლობაში ერთ-ერთი ექიმის მხრიდან
ადგილი ჰქონდა სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო
საქციელს:
„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა
გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა
თავად სამსახურმა. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან, ძალიან რბილად
რომ ვთქვათ, სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს
კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-
განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ვერავითარ ლოგიკურ ახსნას“, – აღნიშნა
მინისტრმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ადვოკატის მომართვაში მსჯავრდებულ
სააკაშვილთან სამედიცინო პერსონალის დაშვების თაობაზე მითითებული იყო
ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ, თუმცა, ეს შეთანხმება ვიზიტორების
მხრიდან დაირღვა.
„ადვოკატის მიერ 3 ივლისის წერილში მითითებული იყო, რომ მოცემული ინფორმაცია
იყო კონფიდენციალური, თუმცა, მოგვიანებით საზოგადოებამ ერთ-ერთი
ტელეკომპანიის მეშვეობით, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში იხილა ექიმების
საავადმყოფოში შესვლის პროცესი, რასაც მიეძღვნა პოლიტიკური გადაცემები და
იმთავითვე თავად დაარღვიეს კონფიდენციალურობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სამწუხარო ინფორმაცია – გია ფერაძის ქალიშვილი, მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა
Next post ცოტნე ივანიშვილი მშობლებთან გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს