რატი ბრეგაძე – მოსამართლეები შერჩეული უნდა იყვნენ საქართველოში

Read Time:44 Second

მოსამართლეები შერჩეული უნდა იყვნენ საქართველოში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ე.წ. ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, მიუღებელია, რომ მოსამართლეების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიიღონ.

„წარმოდგენილი სისტემა, რისი სურვილიც გარკვეულ ძალებს აქვთ, არის ის, რომ საქართველოში მოსამართლეების დანიშვნაზე, პრაქტიკულად, გადაწყვეტილება მიღებული იყოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია. ეს არაერთხელ ითქვა და მეც თავიდან ბოლომდე ვემხრობი იმ კურსს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას აქვს, რომ მოსამართლეები შერჩეული უნდა იყვნენ საქართველოში. დარწმუნებული ვარ, თქვენც გინდათ, რომ ეს ეროვნული სუვერენიტეტის საკითხი იყოს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ე.წ. ვეტინგის სისტემა პარტნიორების მხრიდან აუცილებელი მოთხოვნა არ არის.

„არ არის რაიმე სახის მოთხოვნა, რომ ევროკავშირში ვერ შეხვალ, თუკი მოსამართლეებს ვერ შეარჩევს რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ევროკავშირის ქვეყნებში გადაწყვეტილებას მოსამართლის შერჩევასთან დაკავშირებით იღებენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები. ეს არის მოსაზრება, რომელსაც არ ვიზიარებთ და აქ არაფერი არაბუნებრივი არ არის“, – განაცხადა ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“  საგაზაფხულო სესიისთვის  მსმენელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს
Next post დიმიტრი ხუნდაძე: ქართული პოლიტიკა უნდა გავწმინდოთ დესტრუქციული, მაღალი რისკის შემცვლელი საქმიანობისაგან და გავხადოთ პოლიტიკური ველი უფრო მეტად სუფთა, საქმიანი და კონკურენტული