რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზება ხორციელდება ეპიზოდურად – მაშინ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით გაუჭირდება ხოლმე

Read Time:37 Second

რატი ბრეგაძე სააკაშვილის თვითდაზიანებასა და რადიკალური ფრთის ინტერესების თანხვედრაზე საუბრობს. ამ საკითხზე კომენტარი იუსტიციის მინისტრმა „იმედის კვირასთან“ გააკეთა.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზება ხორციელდება ეპიზოდურად – მაშინ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით გაუჭირდება ხოლმე. აქ, რა თქმა უნდა, ინტერესი აქვს როგორც მსჯავრდებულს, ასევე მისი გარემოცვის ახლო წევრებს, იმისთვის რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიყენონ თავისუფლების უკანონოდ მოსაპოვებლად“, – აცხადებს ბრეგაძე.

მისივე თქმით, მოთხოვნა სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეყვანის შესახებ შესაბამის უწყებას მხოლოდ რამდენიმე დღის წინ და ისიც არასწორი ფორმით მიაწოდეს, რის შესახებაც გიული ალასანიას ინფორმაცია მიეწოდა.

„იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ჯერ კიდევ არ შემოსულა ექიმების კონკრეტული სია, რომელთა შესვლასაც ეს ადამიანები ითხოვენ. როდესაც მსგავსი თხოვნით მოგვმართავენ, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების სრულყოფილად დაცვით, უკვე გვექნება შესაძლებლობა შემჭიდროებულ ვადებში მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, – დასძინა მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ამილახვარი: მეტი დაფასება, მეტი სოციალური გარანტია, მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ პედაგოგებს. ასევე, კვალიფიკაციის მხარდამჭერი მექანიზმები. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს
Next post ჭორვილაში გამრავლებული ხოხობი და კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს