რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა განხორციელდა და არა გატაცება – როგორ შეიძლება ადამიანი გატაცებული იყოს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში?

Read Time:1 Minute, 3 Second

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა.

„განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და არა გატაცება, როგორც სრულიად აბსურდულად ამტკიცებდნენ ჩვენი ოპონენტები. როგორ შეიძლება ადამიანი გატაცებული იყოს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში?! ეს არის აბსურდი. ეს იყო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა მისი ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვას. როდესაც პატიმარმა უარი განაცხადა მკურნალობის გარკვეული ნაწილის გაგრძელებაზე, ასევე სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობაზეც, მიღებული იყო ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ ის საჭიროებდა შესაბამის მკურნალობას.

როდესაც ადამიანი შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი ძალიან მაღალია, მით უმეტეს, როდესაც ამ ადამიანმა განაცხადა, რომ ის აღარ მიიღებდა სამედიცინო მომსახურებას. ჩვენ ამ შემთხვევაში რა უნდა გვექნა? – ბუნებრივია მის ჯანმრთელობაზე უნდა გვეზრუნა, თავიდან აგვერიდებინა შესაძლო გართულების რისკები, სწორედ ამ მიზნით იყო დაგაყვანილი მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში.

პარარელურად არსებობდა შესაბამისი დასკვნა პენიტენიცური სამსახურის სამედიცინო პერსონალისგანაც და თავიდან ბოლომდე ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა.

რაც შეეხება კადრების გასაჯაროებას, როდესაც გადაყვანილი იყო, თავიდან თუ გახსოვთ, მათ შორის, მისი ადვოკატები და ჟურნალისტები საუბრობდნენ, რომ მას იძულებით დაატოვებინეს მე-12 დაწესებულების ტერიტორია. ძალიან მაღალი იყო საზოგადოებრივი ინტერესი, შესაბამისად, გავრცელდა კადრები.

ისტერიული ფონის შექმნას ცდილობდნენ, მხარდამჭერების მობილიზება მოეხდინათ, რაც საფრთხეს შეუქმნიდა პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას, რასაც ვერ დავუშვებდით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ სხვა პატიმრებიც იმყოფებიან, მხოლოდ ერთი ადამიანისთვის არ არის. ცდილობდნენ დაეძაბათ სხვა პატიმრების მშობლები და არეულობა გამოეწვიათ “, -განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან შერიგებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს
Next post პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა