რატი ბრეგაძე: მთავრობის მოქმედება არის ძალიან ზუსტი და საქმეზე ორიენტირებული

Read Time:29 Second

საქართველომ უპირობოდ დაუჭირა მხარი უკრაინის სასარგებლო პოზიციას ყველა საერთაშორისო ფორმატში, იქნებოდა ეს ეუთო, გაერო, ევროსაბჭო. ასევე ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა ღიად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია იმაზე, რომ სწორედ რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს და ის, რომ უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„საქართველომ უკვე გააგზავნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში. ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზება კიდევ მიმდინარეობს უკვე მუნიციპალიტეტებისა და დაძმობილებული ქალაქების დონეზე. ვეხმარებით აქ მყოფ უკრაინელ მოქალქეებს, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ. ამას საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სრულიად უპირობოდ. ადამიანურ დონეზე მოქმედება რაც შეიძლება ამას ვხედავთ. მთავრობის მოქმედებაც არის ძალიან ზუსტი და საქმეზე ორიენტირებული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი: უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია, ეს მხარდაჭერა უნდა გავრცელდეს საქართველოსა და მოლდოვაზე
Next post კიევს ბალისტიკური რაკეტა ესროლეს – უკრაინული მხარე