რატი ბრეგაძე: „ის, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, ვინც უნდა თქვას ეს, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი განცხადება“

Read Time:1 Minute, 0 Second

საქართველოში არაადამიანური მოპყრობის და წამების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოში არაადამიანური მოპყრობის და წამების პრაქტიკა, მათ შორის, მაშინ საქართველოს მოქალაქის, ამჟამად კი უკრაინის მოქალაქის, რომელიც მთელი ამ სისტემის სათავეში იდგაჩაბარდა წარსულს, და ეს იყო საქართველოს ისტორიის სამარცხვინო ფურცელი, რომელიც ჩვენ, ყველამ – ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და მომავალმა თაობებმა, ამ ისტორიისამ მძიმე და სამარცხვინო ისტორიის ტვირთი უნდა ზიდონ, როდესაც ადამიანებს აწამებდნენ და ამაზე ათეულობით განაჩენია დამდგარი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინც უნდა დააბრალოს საქართველოს სახელმწიფოს წამება, ეს არის ყოვლად დაუშვებელი.  ჩვენ მაქსიმალურად ყოველთვის ვიკავებთ თავს უკრაინაში გარკვეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული უსამართლო შეფასებების კომენტირებაზე, ვინაიდან ეს სახელმწიფო იმყოფება ომში და ამის შესახებ ადრეც ვთქვით. რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მოიტანოს, ვინც უნდა იყოს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც უნდა იყოს, მოიტანონ ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსჯელობა მსგავსი ტიპის განცხადებაზე. ის, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, ვინც უნდა იყოს ეს, ვინც უნდა თქვას, ეს არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი განცხადება, და სწორედ ევროპული და დასავლური სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ ყველა განცხადება, მითუმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული, უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული. არცერთ მტკიცებულებას არ ეფუძნება ეს განცხადება და, შესაბამისად, ბუნებრივია, ეს არ იქნება მისაღები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე – სააკაშვილთან დაკავშირებული პოლიტიკური კამპანიის გათვალისწინებით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და მედპერსონალს ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა, რაც დაუშვებელია
Next post ლევან ხაბეიშვილი: ახლოს არის სახალხო რისხვა