რატი ბრეგაძე: „ისინი ცდილობენ, ნებისმიერი ხერხით მოიპოვონ ძალაუფლება ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესების საზიანოდ“

Read Time:47 Second

ამ შემთხვევაში მეტწილად საქმე გვაქვს ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათ მიერ დაგეგმილ პოლიტიკურ კამპანიასთან. ისინი მოქმედებენ ნაცნობი გზებით და ცდილობენ, რომ ნებისმიერი ხერხით მოიპოვონ ძალაუფლება და ეს ყველაფერი მათი გადმოსახედიდან შესაძლებელია განხორციელდეს ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ, – ამის შესახებ იუსტიციი მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ როდესაც სააკაშვილი ჩამოვიდა, მათი გათვლა მდგომარეობდა იმაში, რომ ქვეყანაში მომხდარიყო არეულობა და ნებისმიერი, მათ შორის ძალადობრივი გზით შეცვლილიყო ხელისუფლება, ისინი მოსულიყვნენ ხელისუფლებაში და გაეკეთებინათ, რა და როგორც უნდოდათ. ეს ყველაფერი კი, მშვიდობის, სტაბილურობის ხარჯზე. თუმცა, შსს-ს და სუს-ის გამართული მუშაობის შედეგად, მათ ეს იაფფასიანი ნომერი არ გაუვიდათ და ნაცვლად ხელისუფლებაში მისვლისა, ეს ადამიანი აღმოჩნდა ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. თავდაპირველად იყო ძალიან ბევრი მცდელობა სხვადასხვა პროვოკაციული გზებით, რომ ის გამოსულიყო გარეთ, თუმცა ვერც ამ მეთოდებმა გაჭრა და დარჩა ჯანმრთელობით მანიპულირება და ჯანმრთელობის პოლიტიზება. მსჯავრდებულმა სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა და ამ დღიდან მოყოლებული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის უფლების რეალიზებისთვის“, – განაცხადა ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ ანჯაფარიძე: უკვე მეორე ექიმი ამბობს, რომ „უნდა მოსცილდეს ამ გარემოს და სხვაგან იქნას გადაყვანილი“ – ანუ, სააკაშვილი ვერ იტანს ციხის გარემოს
Next post მამუკა მდინარაძე: შეუძლებელია ქართული დემოკრატია, რომელიც ასე პროგრესირებს, საბოლოო ჯამში პოზიტიურად შეფასებული არ იყოს, მიუხედავად იმ დარტყმებისა, რასაც ამ მიმართულებით ახორციელებენ ჩვენი რადიკალი ოპონენტები