რატი ბრეგაძე: ვინმეს ჯანმრთელობაზე საუბარი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც არ არიან ექიმები და არ აქვთ სათანადო სამედიცინო მტკიცებულებები, სხვა თუ არაფერი, მარჩიელობაა

Read Time:36 Second

მე არ მაქვს უფლება ვისაუბრო ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმიტომ, რომ ეს არის განსაკუთრებული ხასიათის პერსონალური მონაცემი. გარდა ამისა, არც რაიმე განსაკუთრებული ხასიათის კომპეტენცია გამაჩნია სამედიცინო სფეროში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„როდესაც ამ საკითხზე [მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა] საუბრობენ პოლიტიკოსები, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნორმალურ ვითარებაში კარდიოლოგი არ ჩაერევა ნევროლოგის საქმიანობაში, ასევე ყბა-სახის ქირურგი არ ჩაატარებს მენისკის ოპერაციას. თუკი გინდა, რომ კონკრეტული სამედიცინო მოქმედებების შესრულების უფლება გქონდეს, საკმაოდ დიდხანს უნდა ისწავლო, გაიარო ორდინატურა და ა.შ. ეს არის საუბარი აღქმების დონეზე და შეიძლება ითქვას, რომ ხალხისგან საუბარი, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება, არ არიან ექიმები, საუბარი ვინმეს ჯანმრთელობაზე და მითუმეტეს შეფასებების გაკეთება სათანადო სამედიცინო მტკიცებულებების გარეშე არის სხვა არაფერი, თუ არა ყავაზე მკითხაობა და მარჩიელობა“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით
Next post რუსეთს ტერიტორიების 20%-ი ჩააბარეს, სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდეს და ამის ჩამდენი ხალხი პრორუსულობას დაბრალებს გუნდს, რომელმაც ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ვიზა ლიბერალიზაციას მიაღწია, კონსტიტუციაში ჩაწერა ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე – მამ