რატი ბრეგაძემ სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანოს (Eurojust) პრეზიდენტთან საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა

Read Time:38 Second

Eurojust-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულობაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ Eurojust-ის პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანთან შეხვედრისას.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შესანიშნავ თანამშრომლობაზე საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ექსტრადიციისა  და სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებით.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მტკიცე სექტორული თანამშრომლობა ეხმარება ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში და იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირის პერსპექტივის მიღების შემდეგ პროცესი უახლოეს მომავალში  კანდიდატის სტატუსის მინიჭებით საქართველოსთვის დადებითად დასრულდება.

ასევე, შეხვედრაზე ისაუბრეს უწყებებს შორის სასწავლო და სამუშაო გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობაზე.

რატი ბრეგაძე ლადისლავ ჰამრანს იუსტიციის სამინისტროში შეხვდა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.

ინფორმაციისთვის: ევროჯასტი (Eurojust) სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის ორგანოა.  მისი ძირითადი საქმიანობაა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან.  საქართველოსა და ევროჯასტს შორის შეთანხმება 2019 წელს გაფორმდა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
Next post ხავიერ კოლომინა – მზად უნდა იყოთ და მითითებული რეფორმები გაატაროთ, არსებობს შესაძლებლობა და ამით უნდა ისარგებლოთ