რატი ბრეგაძემ და საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს

Read Time:41 Second

მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროების ურთიერთობაში არსებული პროგრესის შესახებ ისაუბრა.

ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით გაძლიერდა ერთობლივი დეკლარაციის გაფორმების შემდეგ, რომელსაც მიმდინარე წლის სექტემბერში ხელი მოაწერეს რატი ბრეგაძემ და ისრაელის ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა გიდეონ საარმა. დეკლარაცია წარმოადგენს მხარეებს შორის 2021 წლის ოქტომბერში თელ-ავივში გაფორმებული მემორანდუმის გაგრძელებას და ითვალისწინებს ისეთ საკითხებში თანამშრომლობას, როგორიცაა: საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა, ბიზნესისა და მიწის რეგისტრაცია, სანოტარო სერვისები, ელექტრონული აპოსტილი და სხვა.

როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, ისრაელის იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებული საკითხების სწრაფი და ეფექტიანი რეალიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია. ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის პრაქტიკულ განხორციელებას წარმოადგენს დეკემბერში დაგეგმილი სემინარი ისრაელის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლებს შორის.

იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის დარგობრივი ურთიერთობა მხარეების ერთობლივი ძალისხმევით კიდევ მეტად ინტენსიური გახდება.

ისრაელის ელჩთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: რაც თქვენ იკადრეთ გასულ კვირას ევროპის საბჭოში ეგეც ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლურიც და ანტიუკრაინული იყო
Next post მამუკა მდინარაძე: ყველამ თავი უნდა დაანებოს საქართველოს ან მისი რომელიმე მოქალაქის დაშანტაჟებას ამ ქვეყნის ომში ჩართვის მიზნით