რას გულისხმობს „მწვანე პოლიტიკა – ეკონტრანსპორტის“ პროგრამა

Read Time:43 Second

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაცია “მწვანე პოლიტიკა – ეკონტრანსპორტი” გამართეს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობამ გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ელექტრომობილებით ჩანაცვლდება.

“ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, თუმცა, ამავდროულად, ეს გეგმა დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს”, – განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მოკლე დროშ შეცვლის ავტოპარკს ელექტრომობილებით.

მამუკა ბახტაძის თქმით, ელექტრომობილებზე გადართვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ქვეყანაში ეკონომიკური დოვლათი შეიქმნას.

პრემიერმინისტრის თქმით, შიდა წვისძრავიან მანქანებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა ელექტროტრანსპორტს მიეცა.

“მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტობრივად, იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, 5-წლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, დამატებითი ხარჯების გარეშე”, – თქვა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საჯარო ტრანსპორტიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

 

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვითი კონცეფცია 27 ივლისს წარადგინა. 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას
Next post რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედროების მომზადებას შეამოწმებს