ორშაბათი, თებერვალი 9, 2026

რამდენი წყალი უნდა ვსვათ დღეში. რეკომენდაცია

არსებობს მოსაზრება, თითქოს ადამიანმა დღეში 8 ჭიქა წყალი უნდა დალიოს, რაც მარტივი, გასაგები და მიმზიდველია, მაგრამ ეს სწორი წერს არ არის. ის, თუ რამდენი სითხე სჭირდება ადამიანს, დამოკიდებულია სქესზე, ასაკზე, წონაზე, ფიზიკურ დატვირთვაზე, გარემო პირობებზე, კვებასა და ბევრ სხვა რამეზე. გაზაფხულის დადგომასა და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ადამიანები ბევრ წყალს სვამენ: ერთნი სიცხის გადასატანად, მეორენი – დიეტისათვის. არსებობს სპეციალისტთა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა არის სასარგებლო და სინამდვილეში, რამდენი წყალი უნდა სვას ადამიანმა ყოველდღე.

რამდენი?

რამდენიც გინდათ. ამ დროს საუკეთესო ორიენტირი წყურვილია: დალევა თუ გინდათ, უნდა დალიოთ. აშშ-ის მედიცინის ინსტიტუტის მიახლოებითი გათვლებით კაცებმა დღეში 3,7 ლიტრი, ქალებმა კი – დაახლოებით 2,7 ლიტრი სითხე უნდა მიიღონ. ლაპარაკია არა იმდენად სუფთა წყალზე, რამდენადაც ნებისმიერ სითხეზე, მაგალითად ყავაზე, ჩაიზე ან წვენზე. აქ ის სითხეც იგულისხმება, რომელსაც მკვრივი პროდუქტები, მაგალითად ვაშლი ან ხორცი შეიცავს.

სულ მწყურია. ეს კარგი არ არის?

მუდმივ წყურვილს შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს, დაწყებული შედარებით უვნებელი მიზეზებიდან, როგორებიცაა ბევრი მარილიანი ან ცხარე საკვების მიღება ან სიცხიანი ამინდი, დასრულებული ჯანმრთელობის პრობლემებით.

მუდმივი წყურვილი თავისუფლად შეიძლება იყოს დიაბეტის (შაქრიანის ან უშაქროსი) სიმპტომი. შესაძლებელია სხვა ვარიანტებიც: სისხლდენა, სეფსისი, დამწვრობა, გულის, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა. მაგრამ ასეთ დროს ადამიანი სხვა, გაცილებით ცხად სიმპტომებსაც უნდა ამჩნევდეს. არანორმალური წყურვილი ახასიათებთ ასევე ადამიანებს ფსიქოგენური პოლიდიფსიით, რასაც ფსიქიკური დარღვევები იწვევს. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს წამლები. ძლიერი წყურვილი აწუხებთ ხოლმე მათ, ვინც იღებს ჰოლინოლიტიკურ პრეპარატებს, შარდმდენებს, ფენოტიაზინებს და სხვა.

უფრო მეტ წყალს თუ დავლევ, თავს უკეთ ვიგრძნობ?

ამის სამეცნიერო მტკიცებულებები არ არსებობს. ამასთან, ორგანიზმი წყლის სიჭარბეს იოლად უმკლავდება – გამოჰყავს შარდგამტარი არხებით, თუ ეს რამდენიმე საათში ერთბაშად მიღებული 15 ლიტრი სითხე არ არის. ასეთ მოცულობას ორგანიზმი შეიძლება ვერ გაუმკლავდეს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა განვითარდეს.

მართალია, რომ ჭამის დროს წყლის სმა არ შეიძლება?

არა. ექიმებს მიაჩნიათ, რომ წყლის სმა ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ საკვების მონელებას ხელს უწყობს, საკვებს შლის და შედეგად სხეული უკეთ ითვისებს საკვებ ნივთიერებებს. მეორე არასწორი მოსაზრებაა, თითქოს ჭამის დროს წყლის სმა ნერწყვის გამომუშავებას უშლის ხელს. გასტროენტეროლოგებს ამის მაგალითად მოჰყავთ სეგნების სინდრომი ამ დაავადების დროს ნერწყვი ცუდად გამოიყოფა და პაციენტებს აიძულებენ ბევრი წყლის სმას ან პირის დასველებას და არ ეშინიათ იმის, რომ ნერწყვის გამოყოფა კიდევ უფრო შემცირდება.

შეიძლება წყალი საერთოდ არ დავლიო? ჩვეულებრივ, ვსვამ ჩაის, ყავას ან ხილის წვენს

შეიძლება. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ, ექიმების თქმით, ხილის წვენი არ არის ისეთი სასარგებლოა, როგორც ადამიანებს ჰგონიათ, რადგან მასთან ერთად ორგანიზმში ხვდება ძალიან ბევრი ნახშირწყალი, იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ხილის მიღებისას. იმის თქმა, რომ კოკა-კოლას და სხვა ტკბილ გაზიან სასმელს არაფერი მოაქვს შაქრის გარდა, სავარაუდოდ, სწორი არ არის. რაც შეეხება ყავას, მიცნეულია, რომ დღეში 400 გრამი კოფეინი (დაახლოებით 3-5 ფინჯანი ყავა) მავნე არ არის. ამ ცხრილსი შეგიძლიათ ნახოთ, რა რამდენ კოფეინს შეიცავს ყავა.

გრიპის დროს ბევრი სითხის მიღება ხომ აუცილებელია?

საჭიროა, თუ თქვენ სიცხე, გულისრევა და (ან) ფაღარათი გაქვთ, რადგან ამ დროს ბევრ სითხეს კარგავთ. გულისრევის და ფაღარათის დროს ჯობს სპეციალური ხსნარების ან მინერალური წყლის მიღება მაინც, რადგან სითხესთან ერთად ადამიანი ამ დროს ელექტროლიტებსაც კარგავს. ზოგიერთ მინერალურ წყალში მარილების ისეთი კონცენტრაციაა, რომ ამ მაჩვენებლით ისინი „რეჰიდრონს“ (მას გაუწყლოების დროს ნიშნავენ) უტოლდება და ასეთ მინერალურ წყალში შაქრის დამატებით, იმავე „რეჰიდრონს“ მიიღებთ.

ამბობენ, რომ ვარჯიშის დროს ჯობს წყალი არ დავლიო. მართალია?

არა. გაუწყლოება, სულ ცოტა, აუარესებს ადამიანის უნარს, ივარჯიშოს. სპორტული მედიცინის ამერიკული კოლეგიის რჩევა ადამიანმა წყალი მიიღოს ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და ვარჯიშის დამთავრების შემდეგაც, რომ დაკარგული სითხე აინაზღაუროს. თუ თქვენ საათზე მეტს ვარჯიშობთ, უკეთესია სპორტული სასმლის არჩევა, რომელიც 6-8% ნახშირწყლებს შეიცავს: ის დაგეხმარებათ, რომ ვარჯიში დროზე ადრე არ დაასრულოთ.

თუმცა თანამედროვე სპორტსმენებს სხვა პრობლემა  აქვთ – წყლის ინტოქსიკაცია. ძალიან ბევრი წყლის მიღების შემთხვევაში, ადამიანს შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ჰიპონატრიემია განუვითარდეს. ამ დროს ორგანიზმი ჭარბ სითხეს ვერ უმკლავდება. სისხლის მოცულობა იზრდება, ხოლო ნატრიუმის კონცენტრაცია მასში მცირდება. ბალანსის აღსადგენად უჯრედები სითხეს იწოვენ და უბრალოდ სივდებიან. თუ ეს ტვინში მოხდა, შედეგები ძალიან მძიმე იქნება.

ნაბახუსევზე წყალი ხომ სასარგებლოა?

გარკვეული დოზით კი. სამწუხაროდ, ნაბახუსევის „განკურნების“ გზა ჯერჯერობით არ მოუგონიათ და ყველაზე კარგი რამ, რასაც ექიმები ამ დროს ადამიანებს სთავზობენ, ესაა სიმშვიდე, მსუბუქი საკვები, ტკივილგამაყუჩებლის აბი (ოღონდ არა პარაცეტამოლი) და ბევრი წყალი.

რომელი წყალი უნდა ვსვა – ონკანის, ბოთლის თუ გაფილტრული?

ეს დამოკიდებულია გემოვნებაზე და იმაზე, თუ სად ცხოვრობთ, რით იკვებებით და რა დაავადებები გაწუხებთ. დადასტურებულია, რომ მაგალითად თბილისში, ონკანის წყალი აბსოლუტურად უვნებელია. ზოგადად, ბოთლის წყალი შეიძლება იდეალური არ იყოს. ზოგჯერ მასში ისეთ მიკროორგანიზმებს პოულობენ, რომელიც წყალში არ უნდა იყოს. რაც შეეხება წყლის ფილტრებს, საჭიროა მათი რეგულარული რეცხვა და დეზინფექცია. ამის გარეშე შეიძლება ადამიანს შეიძლება საკვების მონელების პრობლემები გაუჩნდეს. ამ ფილტრებში წყლის შემოწმებას აუცილებელია.

რაც შეეხება მინერალურ წყალს, ის ნატრიუმის წყაროა. ეგრეთ წოდებული სამკურნალო მინერალური წყლები, რომელშიც ერთ ლიტრზე 5 გრამი ან მეტი მარილია, ძალიან სახიფათოა გულის უკმარისობისა და თირკმლის უკმარისობის დროს. თანამედროვე დასავლური მედიცინა მინერალური წყლის სამკურნალო თვისებებზე არაფერს გვეუბნება.

წყარო: Meduza

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებით, თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალური და არიან პროცესში,...

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.ყაველაშვილის თქმით, მათთან ძალიან თბილი, გულწრფელი კომუნიკაცია შედგა, რომელიც მოიცავდა საქმიან საუბარსაც.„პირველ დღეს იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საზეიმო ვახშამი, სადაც ქვეყნის ლიდერებთან ერთად იყვნენ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტები წარმოდგენილი. საკმაოდ დიდი მასშტაბის ღონისძიება იყო, სადაც გვქონდა შესაძლებლობა ერთმანეთთან გასაუბრების. ამ ფორმატში სასიამოვნო იყო, რომ მომესალმა მარკო რუბიო, ჯეი დი ვენსი, პატარა, თბილი, გულწრფელი და პოზიტიური საუბარი შედგა. ძალიან თბილად მოიხსენია ჩვენი ქვეყანა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა. გაკვირვებული ვიყავი, თუ რამდენად ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, ტრადიციების მიმდევარი, პატრიარქიც კი ახსენა.  შემდეგ ამას მოაყოლა, რომ ლოცვის დღე, 17 მაისი დააფუძნეს სულ ახლახან. რომ ვუთხარით, 10 წლის წინ, ზუსტად 17 მაისი პატრიარქის ინიციატივით  ოჯახური სიწმინდის დღედ არის საქართველოში გამოცხადებული, ძალიან გაუხარდა და ესიამოვნა.ასეთი გულწრფელი, თბილი ურთიერთობა იყო, შეიმჩნეოდა კიდეც, მგონი საზოგადოებამ ნახა სურათები. როცა საუბრობ ოჯახურ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, მით უმეტეს, ქრისტიანულ ღირებულებებზე, ძალიან თამამები ვართ ქართველები, რადგან ამხელა ქრისტიანული ისტორიის მქონე ერი ვართ. ისიც განვუცხადეთ,  რომ 1 700 წელს აღვნიშნავთ წელს და საკმაოდ დიდი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს საქართველოში ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან სასიამოვნოდ ისმენდა. შედგა მცირე საქმიანი საუბარიც, მისი მხრიდან გაჟღერებული იყო, რომ დიახ, ისინი ფლობენ ინფორმაციას და აუცილებლად მოხდება უფრო მჭიდრო ურთიერთობების განახლება. რა თქმა უნდა, ბევრი პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში. განაცხადა, რომ ისინი ინფორმირებული არიან, კიდევ მეტ ინფორმაციას იღებენ და აუცილებლად, ამ კონტექსტში, რომ ასეთი თბილი საუბარი შედგა, ეცდებიან, განაახლონ ჩვენთან ურთიერთობა“ , – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, კიდევ ერთ შეხვედრაზე მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით.„ეს იყო პირველი დღე და ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე მეორე დღეს, როცა უკვე მხოლოდ ქვეყნის ლიდერები ვიყავით წარმოდგენილი იტალიის პრეზიდენტის საზეიმო მიღებაზე, იტალიის პრეზიდენტის სასახლეში. იქ უფრო მეტი სივრცე და დროც იყო. მე ვიმყოფებოდი საგარეო საქმეთა მინისტრთან და ჩემს მეუღლესთან ერთად. მეორე დღეს გვქონდა შესაძლებლობა, ისევ გვქონოდა გასაუბრების საშუალება. ჯეი დი ვენსი მოგვესალმა, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ცოტა მეტ ხანს შეჩერდა ჩვენთან, საუბარი უფრო მეტად სიღრმისეული, უფრო საქმიანი გამოდგა. მან აღნიშნა – მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს – რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში. არც მინდა, ის სიტყვა გამოვიყენო, პირდაპირ შეიძლება, არ ითარგმნება ინგლისურიდან, უფრო სიმყრალესთან. აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო ის წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებით. თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალური და არაშესაბამისი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. აღნიშნა, რომ წინა ორშაბათს სწორედ ამ თემის განხილვას ჰქონდა ადგილი, მათ ძალიან კარგად გააანალიზეს ეს პროცესი, პროცესში არიან, რომ გაწმინდონ ეს ნეგატივი ჩვენს ურთიერთობებში და ისინი უახლოეს მომავალში აუცილებლად მოემზადებიან სათანადოდ, რათა ჩვენი ურთიერთობები შედგეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მარკო რუბიოც საკმაოდ გაცნობიერებული იყო იმ საკითხში, რაზეც ჯეი დი ვენსთან ისაუბრა – საერთო ღირებულებებზე და იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპი ზუსტად ამ ღირებულებებით პოზიციონირებდა, ვიდრე გაიმარჯვებდა და შემდგომაც.„ჩვენი დამოკიდებულება ღიაა, ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებით, ამ ეტაპისთვის ყველამ იცის ჩვენი გზავნილი, რომ გვინდა ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობების წარმოება, როგორც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აშშ-ს, რადგან არის საკმაოდ ძლიერი ქვეყანა, დომინირებს მსოფლიოში. ის, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდა და სწორედ იმ წინა ადმინისტრაციის მიზანმიმართული ქმედებებისა და ძალებისა, რომლებიც დღესაც ცდილობენ, ბევრი პროცესი დააზიანონ, ალბათ უწევთ მათ ამ ძალებთან ბრძოლა, ამ კონტექსტში იყო განხილული. პირდაპირ თქვა, რომ წინა ორშაბათს გვქონდა ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით განხილვები და იმდენად დიდი ნეგატივი იყო, რომ დრო სჭირდებათ, ამ ყველაფერს ჩაუღრმავდნენ, ყველაფერი გააანალიზონ და სათანადო, როგორც მათ ქვეყანას ეკადრება, ისეთი ურთიერთობები დაამყარონ საქართველოსთან. განაცხადა კიდევაც, რომ ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ, რათა გაანალიზებულ რეჟიმში, ჩვენი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ივანე ჩხაიძე მშობლებს მიმართავს

ხელოვნური რძის პროდუქტის მიღება და დღის განმავლობაში რამდენჯერმე განვითარებული ღებინება უნდა იყოს პირველი ნიშანი მშობლისთვის, რომ ბავშვს სამედიცინო დახმარება სჭირდება, - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.მისი თქმით, დღის განმავლობაში ღებინების რამდენიმეჯერ განვითარება ბავშვის გაუწყლოების რისკს ზრდის.„თუ ბავშვს ხელოვნური კვების პროდუქტის მიღების შემდეგ დაეწყო ღებინება, ეს პერიოდი შეიძლება იყოს ნახევარი საათიდან გაცილებით უფრო მეტი დროის განმავლობაში და პირდაპირ უკავშირდება ამ ხელოვნური რძის პროდუქტის მიღებას, მაშინ პირველ რიგში უმჯობესია მიმართონ სამედიცინო დაწესებას ან ექიმს. რა თქმა უნდა, ერთჯერადი ღებინება საშიში არ არის, მას არ შეუძლია გამოიწვიოს რაღაც მნიშვნელოვანი ძვრები და ბავშვის მდგომარეობის დამძიმება, მაგრამ თუ ეს ღებინება რამდენჯერმე განვითარდა დღის განმავლობაში, მაშინ გაუწყლოების რისკი არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა ჩხაიძემ.სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მულტინაციონალური კომპანიიდან „დანონი ნუტრიცია“ მიიღო შეტყობინება „დანონის“ პროდუქციის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ, რაც განპირობებულია პრევენციით, კონკრეტულად, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) ახალი სახელმძღვანელო მითითებებით და არ უკავშირდება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევას“.

ანასტასია გუბანოვამ ზამთრის ოლიმპიადაზე თავისუფალი პროგრამა მაღალ დონეზე წარმოადგინა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ.მან თავისი პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულა და მსაჯებმა მისი გამოსვლა 140.17 ქულით შეაფასეს.

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის თავისუფლებაა, დღესაც ეს პრინციპი განუხრელად უზრუნველყოფილია, როცა საქმე ეხება ფასებს, ეს პრინციპი იქნება დაცული

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ არის ბიზნესის თავისუფლება. დღესაც ეს პრინციპი არის განუხრელად უზრუნველყოფილი და ამ პროცესშიც, როცა საქმე ეხება ფასებს, ეს პრინციპი განუხრელად იქნება დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართვის ერთადერთი ამოცანა ინფორმაციის მიღებაა, რათა გაირკვეს, რეალურად როგორ წარმოიქმნება ფასნამატი.„ამას არ ჰქონდა არავითარი რეპრესიული მიზანი და დატვირთვა. შესაბამისად, აქ შიშის საფუძველი არავის აქვს. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ არის ბიზნესის თავისუფლება. დღესაც ეს პრინციპი არის განუხრელად უზრუნველყოფილი და ამ პროცესშიც, როცა საქმე ეხება ფასებს, ეს პრინციპი განუხრელად იქნება დაცული. ამას ვამბობდით ყველა შეხვედრაზე, როგორც საჯაროდ, ასევე დახურულ კარს მიღმა. ყველას ვეუბნებოდით, რომ ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი და წამყვანი პრინციპი და ამასთან, ყველამ ერთად – ჩვენ, ბიზნესმა – ჩვენი საერთო სოციალური პასუხისმგებლობით უნდა ვიზრუნოთ კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე. საბოლოო ჯამში, მარტო ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი. თუ ფასებზე არ აისახა, მაგალითად მხოლოდ ეკონომიკის ზრდა და ამის შესაბამისად ხელფასის ზრდა არ არის გამოსავალი. ჩვენ კომპლექსურად უნდა შევხედოთ ვითარებას და ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ სოციალური პასუხისმგებლობით. ეს არის ჩვენი მოწოდება ბიზნესის მიმართ. რა თქმა უნდა, არავითარი ჩარევა, მით უმეტეს, უხეში ჩარევა ბიზნესის თავისუფლებაში. სწორედ ბიზნესის თავისუფლების პირობებში ჩვენ ყველამ ერთად – ხელისუფლებამ  და ბიზნესმა – ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და შევეცადოთ ფასების შემცირებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენმა მთავრობამ დამტკიცებიდან მალევე რთული პროცესები გამოიარა, იყო რევოლუციის მცდელობები, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და ეს აჩვენებს ხელისუფლების სიძლიერეს

ძალიან რთული იყო გასული ორი წელი, გაგრძელდა ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც მანამდეც აწარმოებდა ევროპული ბიუროკრატია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იყო ჩარევა საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებში.„პირდაპირ ევროკავშირის ელჩი გამოვიდა შესაბამისი განცხადებებით. 4 ოქტომბერს, როდესაც საჯაროდ გამოცხადდა დამხობის მცდელობა, ამასაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპულმა ბიუროკრატიამ, მისი პრესსპიკერის სახით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ამასთან, კობახიძის თქმით, ორი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის მცდელობები, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და ეს აჩვენებს ხელისუფლების სიძლიერეს.„ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში შევძელით, პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, ეს იყო რთული პროცესები, რომელიც გამოიარა ჩვენმა მთავრობამ, დამტკიცებიდან ძალიან მალევე. თუ რას ხმარდებოდა ქვეყნის გარედან შემოსული თანხები, ეს იყო უამრავი პროპაგანდისტული ხაზი, მათ შორის, მიმართული სახელმწიფო ინსტიტუტების, მართლმადიდებელი ეკლესიის, სოციალური ინსტიტუტების  წინააღმდეგ და მიმართული იყო, მათ შორის, სიძულვილის დათესვისკენ. ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით. ეს არ იყო იოლი. აქაც იყო რევოლუციის მცდელობები, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და ეს აჩვენებს ხელისუფლების სიძლიერეს. ჩვენ ორი არჩევნები მოვიგეთ, რაც, ბუნებრივია, არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. ამას ხედავს საზოგადოება“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები