რამდენიმე დღეში დედამიწას 1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი მოუახლოვდება

Read Time:32 Second

18 იანვარს დედამიწას 1 კილომეტრის სიგანის ასტეოროიდი „7482“ მოუახლოვდება. ის, მომდევნო 2 საუკუნის პროგნოზების გათვალისწინებით, ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოს იქნება, – ამის შესახებ CNN-ი წერს.

ასტეროიდი, რომელიც 1994 წელსაა აღმოჩენილი, 76 192 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს. არავინ ელის, რომ მოძრავი სხეული დედამიწას შეეჯახება, თუმცა, ეს მოვლენა სწორედ პლანეტასთან მოახლოების მანძილითაა გამორჩეული. ის დედამიწისგან 1 609 344 კილომეტრის მოშორებით იქნება.

ეს არაა ყველაზე დიდი ასტეროიდი, რომელსაც დედამიწისთვის ჩაუვლია. ამ მხრივ, პირველობა ასტეროიდ 3122 Florence-ს ეკუთვნის. მისი სიგანე 9 კილომეტრს აღწევს და ბოლოს პლანეტას 2017 წლის 1-ელ სექტემბერს ჩაუარა.

აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) პროგნოზით, ასტერიოდი „7482“ დედამიწას თბილისის დროით 01:51 საათზე (ღამით) ჩაუვლის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია ფანჯიკიძე: ჯანსაღი პიროვნული განვითარების მსურველმა ადამიანმა არ უნდა მისცეს ხმა იმ პარტიებს, რომლებიც ამუშავებენ ტროლებს
Next post შალვა პაპუაშვილი: საქართველოს სურს და ნატოს წევრების ნებაც მყარია, რომ ჩვენი ქვეყანა ალიანსის წევრი გახდეს