ჟურნალ „იუსტიციის“ მესამე ნომრისა და ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა

Read Time:33 Second

დღეიდან დაინტერესებულ საზოგადოებას ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების თუ ინტერვიუების ნახვა ჟურნალის ვებგვერდზე (http://iustitia.gov.ge/ge)  შეეძლებათ.

ვებგვერდის პრეზენტაციასთან ერთად, მოწვეულ სტუმრებს ჟურნალის ახალგამოცემული მესამე ნომერიც წარუდგინეს.

ქართულ-ინგლისური ჟურნალი „იუსტიცია“ (ლათ. „IUSTITIA“) 2021 წლის ივნისში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაარსდა, 2021 წლის სექტემბერში კი, ჟურნალის პირველი ნომერი გამოიცა. ის ყოველკვარტალური, რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემაა. მისი მიზანია სამართლის ცალკეული დარგის განვითარებისა და იურიდიულ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავების ხელშეწყობა.

სამეცნიერო სტატიების გარდა, „იუსტიციაში“ ქვეყნდება მნიშვნელოვანი ინტერვიუები; სამართლის კლასიკად აღიარებული ნაშრომების ქართულენოვანი თარგმანები; სტატიები იმ პირთა შესახებ, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამართლებრივი აზრის განვითარებაში.

საიტის და ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციას ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის, სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ექვემდებარება გარკვეულ გავლენებს. ჩვენ არ ვიცით, ეს გავლენა რამდენად მძიმე შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, თავად მასაც გაუჭირდება წინასწარ იმის თქმა, მოუწევს თუ არა სააკაშვილის შეწყალება
Next post მთავრობის სტრატკომი 2022 წელს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამართული უმაღლესი რანგის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს