ჟურნალისტ ია თინიკაშვილს თავის ტვინის ანევრიზმა დაუდგინდა და საზოგადოების დახმარება სჭირდება

Read Time:43 Second
ჟურნალისტ ია თინიკაშვილს თავის ტვინის ანევრიზმა დაუდგინდა და საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას თინიკაშვილი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს:
“ძალიან არ მინდოდა ამგვარი შინაარსის პოსტის დაწერა, მაგრამ, სამწუხაროდ, მდგომარეობა სასწრაფოა, ამიტომ, შეუძლებელია, რომ საკუთარი ფინანსური რესურსით საჭირო თანხის მობილიზებას დაველოდო.
დიაგნოზი, სრულიად მოულოდნელი – თავის ტვინის ანევრიზმა! მაგნეტორეზონანსული ტომოგრაფიით დიაგნოზის დასმის შემდეგ, რეკომენდებულია თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიული რეჟიმით, ასევე თავის ტვინის დიგიტალური ანგიოგრაფია, ოპერაციული მეთოდის შერჩევა და შემდგომ – თავის ტვინის ოპერაცია, რაც საკმაოდ ძვირადღირებული ყოფილა (განიხილება ქვეყნის ფარგლებს გარეთ დამატებითი კვლევები და შესაძლებლობის შემთხვევაში – ოპერაციული ჩარევა).
ჩემთვის ძალიან რთულია, ვინმე შევაწუხო, ამიტომ, თუ გაქვთ ქველმოქმედებისთვის გათვალისწინებული თანხა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შემეწიეთ ❤️
ისე, ვინც იცით, ხომ ამდენი კრიზისი გამოვიარე დღემდე და ყველაზე რთული ყოფილა, როცა ამგვარი განსაცდელისას, და-ძმა და მეუღლე არ გყავს და იმედად მხოლოდ 29 წლის შვილი და დედის ლოცვა გეგულება.”
❗️დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:
თიბისი ბანკი:
საქართველოს ბანკი:

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქობულეთში არასრულწლოვანს პიროტექნიკა საწვავში ჩაუვარდა და აფეთქდა – დაშავებული თბილისში გადმოჰყავთ
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ – „მოდინახე“, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, სენაკში „მე ვხედავ მზეს“ წარადგინა