პროკურორი – შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ ბრალს ნაწილობრივ აღიარებდა, თუმცა არ უსაუბრია, ეს რაში გამოიხატებოდა

Read Time:54 Second

პროკურორი დავით ყაზარაშვილი განმარტავს, თუ რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება.

მისი თქმით, სასამართლომ გაითვალისწინა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და 11 ბრალდებული დატოვა პატიმრობაში. რაც შეეხება საფუძველბს, ეს არის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. იყო სხვა რიგი გარემოებები, რაც იძლეოდა ამის საფუძველს“, – განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება დაკავებული ირაკლი წაქაძის განცხადებას, დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულს არ განუმარტია, რაში გამოიხატებოდა ნაწილობრივ აღიარება.

„არავინ არ აღიარა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ აღიარებდა, თუმცა რაში გამოიხატებოდა ეს ნაწილობრივ აღიარება, შემდეგ ამაზე არ უსაუბრია. დამატებითი კითხვები დაისმება გამოძიების მიერ. სასამართლო არ არის ის ადგილი, სადაც ხდება გამოძიების ეტაპზე მოწმის გამოკითხვა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა სეულყოფილი თანამშრომლობა გამოძიებასთან, რასაც ამ დროისთვის ადგილი არ აქვს“, – განაცხადა პროკურორმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი დღეს სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროცესის მიმდინარეობისას შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა ირაკლი წაქაძემ განაცხადა, რომ ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება.

შეგახსენებთ, დაბადების დღეზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შედეგად 22 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე 17 პირია დაკავებული. აქედან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მრჩეველს კორონავირუსი დაუდასტურდა
Next post გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 ადამიანი სასამართლომ პატიმრობში დატოვა