პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა

Read Time:46 Second

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 21 ოქტომბერს, ბრალდებულმა ბათუმში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის N18 განყოფილების ეზოში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ერთ პირს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 ოქტომბერს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლიდან „კალაშნიკოვის“ ავტომატი და საბრძოლო ვაზნები იქნა ამოღებული.

ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულითვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გივი მრელაშვილი, რომელმაც ოფიციალურად ჩაუყარა საფუძველი ქართულ რაგბის, 84 წლის გახდა
Next post იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიას მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაესაუბრება