ორშაბათი, ოქტომბერი 27, 2025

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 07 იანვარს, გარდაბნის რაიონში ე.ბ, დედასთან – ც.ა.-სთან და ბიცოლასთან -ბ.ბ-სთან ერთად შეიჭრნენ ს.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში, 15 წლის ს.ბ. ძალით გამოიყვანეს სახლიდან, ჩასვეს ავტომანქანაში და გ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში გადაიყვანეს, სადაც ა.ბ.-მ დაზარალებული დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ოთახში გამოკეტა და არ აძლევდა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას.

ხოლო მას შემდეგ, რაც გამტაცებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ს.ბ.-სთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაწყებული იყო გამოძიება, მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, მათ დაზარალებული არასრულწლოვანი სახლში დააბრუნეს.

სამართალდამცველებმა ე.ბ., ც.ა., ბ.ბ. და ა.ბ. 10 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – გარე ძალები კონკრეტული დიპლომატების, რამდენიმე აკაცუკის ჩართულობით ახალისებენ პოლარიზაციას, ჩვენი მთავარი პლატფორმა არის საქართველო, ხალხი და მათი მხარდაჭერა

ზოგადად ძალადობრივი ჯგუფებისა და ექსტრემისტების წახალისება გარედან, ჩვენთვის სიახლე არ არის – ეს არის ძალიან  მძიმე და ძალიან შეურაცხმყოფელი, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში საქართველო დელეგაციის არმონაწილეობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, მთავარი პლატფორმა ქვეყნის ხელისფლებისთვის არის საქართველო, ქართველი ხალხი და მათი მხარდაჭერა.„პლატფორმას რაც შეეხება ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ხალხის გადაწყვეტილება და მხარდაჭერა. ამაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, არაფერი არ არის. როდესაც წარმოადგენ ქვეყნის ხელისუფლებას, თუ არ გაქვს ხალხის მხარდაჭერა და თანადგომა, წარმოუდგენელია, რაიმეზე ისაუბრო, თუნდაც მშვიდობის შენარჩუნებაზე, ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლაზე.რაც შეეხება ზოგადად ძალადობრივი ჯგუფებისა და ექსტრემისტების წახალისებას, ეს ჩვენთვის სიახლე არ არის. გარე ძალები ქვეყანაში, კონკრეტული დიპლომატებისა და იმ რამდენიმე აკაცუკის  ჩართულობით, პირდაპირ ახალისებენ პოლარიზაციას, ძალადობრივ ჯგუფებს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და ეს არის ძალიან მძიმე, ძალიან შეურაცხმყოფელი.  თუმცა, ხალხი ყველაფერს ხედავს და არჩევნების გზით ყოველთვის გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილმა განმარტა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო.

კახა კალაძე – „ალდეს“ რეზოლუცია შედეგს ვერ გამოიღებს, ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ გაქსუებულ ევროპულ ბიუროკრატიას, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის

სიცრუის კამპანია გრძელდება. მსგავსი რეზოლუციები და ტყუილით გაჯერებული განცხადებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.კახა კალაძის თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს და აკეთებს ანალიზს, რა პროცესები მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.„გრძელდება სიცრუის კამპანია. ამ ტიპის რეზოლუციების მიღება პირველი შემთხვევა არ არის და საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, როგორ ხდება მათი მიღება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ გაქსუებულ ევროპულ ბიუროკრატიას, რომელიც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ანალიზს აკეთებს, რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მსოფლიოში, რეგიონში. შესაბამისად, მსგავსი რეზოლუციები და ტყუილით გაჯერებული განცხადებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„თავისუფლების მოედანმა“ მოქმედების 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან განცხადება გააკეთა და მოქმედების 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა.ცუცქირიძის თქმით, „ავტორიტარულ რეჟიმთან წინააღმდეგობა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს“.ლევან ცუცქირიძემ ისაუბრა იმ ათი ნაბიჯის შესახებ, რომელიც, მისივე განმარტებით, კიდევ უფრო დაახლოებთ საბოლოო წარმატებასთან და გააძლიერებს წინააღმდეგობას.„პირველი – ჩვენს თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად, ვიწყებთ მთელი საქართველოსა და თბილისის სხვადასხვა უბნის შემოვლას, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანთან მივიტანოთ სიმართლე და ხელი შევუწყოთ საუბნო და სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბებას.მეორე – იმის დასტურად, რომ შეგვიძლია რეალური და ძლიერი ალტერნატივის ფორმირება, წლის ბოლოს თანამოქალაქეებთან და თანამებრძოლებთან ერთად, მოვიწვევთ მასშტაბურ სამოქალაქო ყრილობას, სადაც ვიმსჯელებთ ბრძოლის შემდგომ ნაბიჯებზე და ასევე, მხარს დავუჭერთ გარდამავალი პერიოდის ხედვასა და გეგმას.უახლოეს 30 დღეში, „თავისუფლების მოედანი“ წარმოვადგენთ „თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის“, რომელშიც განხილული და ასახული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა და ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას გარდამავალ პერიოდში ავტორიტარიზმისგან დემოკრატიის აღდგენამდე.ასევე, უახლოეს 30 დღეში წარმოვადგენთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ დოქტრინას, რომელიც წლების განმავლობაში არ განუახლებია „ქართულ ოცნებას“, იმის მიუხედავად, რომ სულ მშვიდობაზე საუბრობს.საზოგადოებას ვაჩვენებთ ჩვენს ხედვას, როგორც ეროვნული, ისე რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით, რეალურად როგორ უნდა დავიცვათ მშვიდობა და როგორ უნდა განვამტკიცოთ სტაბილურობა.ასევე, უახლოესი დღეების განმავლობაში, ეტაპობრივად წარმოგიდგენთ „თავისუფლების მოედნის“ გუნდის იმ წევრებს, რომლებსაც ვთვლით, რომ აქვთ შესაძლებლობა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი, რათა ჩაიბარონ ქვეყნის მართვისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და სფეროები.ასევე, იმისთვის, რომ შევასრულოთ საზოგადოებისთვის ჩვენი მიცემული პირობები და ვერავინ გაბედოს იმ შეთანხმებების დარღვევა, რომელსაც საზოგადოების წინაშე დებენ, ვიწყებთ საჯარო კამპანიას ხელმოწერების შესაგროვებლად „ლუსტრაციის კანონის“ მხარდასაჭერად, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც „თავისუფლების მოედანი“ ახალ, დამოუკიდებელ პარლამენტში ავარჩევთ.ასევე, საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და საზღვარგარეთ ჩვენი დიასპორების კიდევ უფრო აქტიურად ჩასართავად საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის საქმეში, ვიწყებთ მუშაობას, რათა დავაარსოთ დემოკრატიის ეროვნული ფონდი და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიისთვის ბრძოლას საქართველოში.აგრეთვე, „ოცნებაზე“ საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად და ჩვენი საერთო ძალისხმევის უკეთესი კოორდინაციისთვის, ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, საქართველოს მეხუთე და მეოთხე პრეზიდენტს, ასევე, ყოფილ დიპლომატებს, ვთავაზობთ და ნაწილ მათგანს უკვე შევთავაზეთ, ერთობლივად დავაფუძნოთ საგარეო პოლიტიკის საბჭო, რომელიც  ხელს შეუწყობს ჩვენი პოზიციებისა და პოლიტიკის ერთობლივ შემუშავებასა და წარდგენას საერთაშორისო ასპარეზზე.ასევე, იმისთვის, რომ გავაძლიეროთ დემოკრატიისთვის ბრძოლაში ჩვენი მხარდაჭერა, საქართველოს საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში კიდევ უფრო გაძლიერებასა და კიდევ უფრო მაღლა წაწევას შევუწყოთ ხელი, დავიწყეთ მუშაობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რათა ევროკავშირში დაარსდეს მუდმივმოქმედი საერთაშორისო, მაღალი დონის კონფერენცია საქართველოში მიმდინარე კრიზისის შესახებ, სადაც უმაღლეს დონეზე რეგულარულად იქნება განხილული ის, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად.ასევე, გამჭვირვალობის, საჯაროობის, ანგარიშვალდებულებისთვის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად და ამის დასტურად, ჩვენ ყოველ სამშაბათს უახლოესი ორი თვის განმავლობაში აქ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხალხს ანგარიშს ჩავაბარებთ. მათ მოვუყვებით ჩვენს გაწეულ საქმეებზე, ვუპასუხებთ მათ შეკითხვებს და წარვუდგენთ ჩვენს ხედვებს. ეს არის ის ათი კონკრეტული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ, რათა ჩვენი წინააღმდეგობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

პროკურატურა – ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადების საფუძველზე, უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.პროკურატურის ცნობით, სტუ-ს რექტორმა საგამოძიებო უწყებას გამოძიების დაწყების განცხადებით, 17 ოქტომბერს მიმართა.„საქართველოს პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.პროკურატურას ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მიმართა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების) შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტზე“ უკანონო პრივატიზების ფაქტებზე მიუთითებდა.საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო.გამოძიების მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით“,- ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლოს ბევრი მტკიცებულების მოძიება აღარ დასჭირდება იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკას ჩამოაცილოს ძალადობრივი რეჟიმი – “ნაცმოძრაობა”… ეს უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ქართულმა პოლიტიკამ ამოისუნთქოს და...

სარჩელი, რომლითაც მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოსგან 10-მდე პარტიის არაკანონიერად გამოცხადებას ითხოვს, სასამართლოში მიმდინარე კვირას შევა.დოკუმენტში შესრულია იმ პირთა ჩამონათვალიც, ვისთვისაც მმართველი გუნდი პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას ითხოვს. სარჩელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 450-გვერდიან ანგარიშს ეყრდნობა.საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ სარჩელის ჩაბარებიდან 9-თვიან ვადაში უნდა მიიღოს.მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ პროცესი პოლიტიკური ველის გასაჯანსაღებლად აუცილებელია."6 თვეში, საგამოძიებო კომისიაზე, საზოგადოებამ ნახა ასობით ადამიანი, რომელიც გადაურჩა იმ რეჟიმს და პირდაპირ მოყვა ის ჯოჯოხეთური სურათები, რომელიც მას და მის ოჯახს გადახდა თავს. ამას გარდა, არსებობს უამრავი მტკიცებულება. მათ შორის - საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული და ბოლოს, პირდაპირ, საჯარო ეთერში, მთელი მსოფლიოს მიერ დანახული დამხობის პროცესი 4 ოქტომბერს. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულების მოძიება აღარ დასჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოს იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკას ჩამოაცილოს ვითომ პოლიტიკური ძალა - ძალადობრივი რეჟიმი, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ჰქვია. ეს უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ქართულმა პოლიტიკამ ამოისუნთქოს და ახალი ძალები მოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

ბოლო სიახლეები