პრემიერ მინისტრმა უხუცეს საჯარო მოხელეს 100 წლის იუბილე მიულოცა

Read Time:30 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უხუცეს საჯარო მოხელეს, რევაზ კაპანაძეს, რომელიც 76 წელია, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს, 100 წლის იუბილე მიულოცა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაური რევაზ კაპანაძეს სამსახურში ესტუმრა, მას ჯანმრთელობა უსურვა და საჯარო სამსახურში მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ კაპანაძე, შვიდ ათეულ წელზე მეტია, პროფესიას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის პოზიციიდან ემსახურება.

ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობდა პედაგოგიურ და სამეცნიერო კვლევით სფეროში. აღზრდილი ჰყავს პროფესიონალთა მრავალი თაობა. მის სახელს უკავშირდება 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, სახელმძღვანელოები. იყო 15-ზე მეტი საკანდიდატო დისერტაციისა და 10-ზე მეტი სადოქტორო დისერტაციის მეცნიერული ხელმძღვანელი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ მომსწრე ვართ ახალი ეროვნული მოძრაობის, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს!
Next post გურამ მაჭარაშვილი: ჩამობრძანდეს ჯოზეფ ბორელი, კანონი ერთად წავიკითხოთ, თვალებში ჩაგვხედოს და გვითხრას, რომელი წინადადება არ მოსწონს