პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა

Read Time:48 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განხილული იყო მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს.

სხდომაზე ასევე განხილული იყო ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი, მათ შორის, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023-2027 წლების სტრატეგიის“ საბოლოო რედაქცია და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი დამტკიცების შესახებ. ყურადღება დაეთმო „საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“ და „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის“ განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება, მიმდინარე წელს კიბერუსაფრთხოების ეროვნული ფორუმის გამართვის თაობაზე.

სხდომის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მომზადების პროცესზე.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე და თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „ამაზე დიდი პარადოქსი და საზოგადოების დაცინვა რა უნდა იყოს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს ვინმეს მიმართ წამების შეჩერებას“
Next post რატი ბრეგაძე: „ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით – გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე“