პრემიერი – 18 მარტიდან ორი კვირით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ

Read Time:36 Second
18 მარტიდან ორი კვირით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისრტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
 
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
 
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
 
რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ძვირფასო ჟურნალისტებო… თავის მოკატუნებას, პეპლებს და იავნანას არავინ გთხოვთ, უბრალოდ, იქნებ ერთი ხელის მოსმით ნუ გვამცნობთ ევროპის ამოჟლეტვას და მისი მოსახლეობის შეუქცევად გადაშენებას
Next post საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები იხურება, კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს მიეცათ რეკომენდაცია, შეზღუდონ უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან დაკავშირებული სერვისი