პრემიერი: ძალიან მკაცრად ვაფრთხილებ ყველას, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა, “ნაცმოძრაობას” არ გაუვა ის, რაც გასდიოდა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში – ამას დამოუკიდებელი, სუვერენული ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს

Read Time:36 Second

მინდა, ძალიან მკაცრად გავაფრთხილო ყველა – თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მათ ყველაფერი უკადრებიათ წარსულში, ყველაფერი აქვს ნაკადრები ამ პარტიას, რაც კი შეიძლებოდა ეკადრა. ის ორგანიზაციები, რომლებიც გამოდიან და დღეს მაღალ მატერიებზე გვესაუბრებიან, ბოლომდე ფუთავდნენ იმ ქმედებებს, რასაც ნაცმოძრაობა ახორციელებდა, პატიმრების წამების და მკვლელობის ჩათვლით და ა.შ. გაიხსენეთ 26 მაისს, როდესაც უტიაშვილმა ჯიხურების თავზე განათავსა ცხედრები, ნახეთ რამდენად მკაცრი იყო ამ NGO-ების განცხადებები. მაშინ ისინი იყვნენ ე.წ GONGO-ები, ანუ სამთავრობო NGO-ებში. დღეს სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ. ამიტომ არის გამჭვირვალობა მთავარი. გამჭვირვალობა საბოლოო ჯამში გააჯანსაღებს პროცესს და ამ NGO-ებს გააჯანსაღებს. თუ აქამდე მათი საქმიანობა არ იყო ჯანსაღი, გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის გაჯანსაღებას“, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩარკვიანი: დიახ, აუუუ რამდენი ვართ
Next post კოტე ყუბანეიშვილი ბიძინა ივანიშვილზე: ხეზე დავკიდებთ, კადაფივით მოუწევს