პრემიერი: ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია აქტიურად გრძელდება და ღრმავდება

Read Time:36 Second

ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია დღეს, როგორც ფაქტი, გრძელდება და აქტიურად ღრმავდება, – ამის შესახებ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს ხვალინდელ დღეს სწორედ ეს მიმართულება განსაზღვრავს, რაც თბილისის ბრიუსელთან ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო დაახლოებას უნდა ნიშნავდეს.

„მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი ურთიერთობის გაღრმავება, როგორც ინსტიტუციონალური, ასევე საკანონმდებლო დაახლოების თვალსაზრისით და ამას უნდა ჰქონდეს კონკრეტული განზომილებები, როგორიც არის: განათლების მიმართულება, ტრანსპორტის მიმართულება, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, შრომის ბაზრები და ა.შ.“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ევროკავშირთან უკვე არსებულ თანამშრომლობას ახალი სფეროებიც უნდა დაემატოს.

„აქ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ კავშირგაბმულობის ყველა სფეროს გაღრმავება და აქ უაღრესად ეფექტიანად გამოსაყენებელია ის, რასაც ჰქვია ევროკავშირთან კავშირი შავი ზღვის კომპონენტის გათვალისწინებით და ამ მიმართულებით ჩვენ, რა თქმა უნდა, უაღრესად აქტიურები უნდა ვიყოთ“, – განაცხადა გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად
Next post ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის მეორე ტალღას უკეთ მომზადებული უნდა შევხვდეთ, თუმცა ის შეიძლება, არც იყოს