პრემიერი სტუდენტებს: ერთ-ერთი მთავარი, რასაც მოგვცემს სტაჟირების პროგრამა, არის ის, რომ თავიდანვე შეიძენთ სტაჟს და მიიღებთ უნიკალურ გამოცდილებას
ეს იქნება ერთგვარი საპილოტე პროგრამა, რომელიც წელს ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი მიზანი არის ის, რომ კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ მაქსიმალურად კარგი შესაძლებლობა, თავიდანვე, დაბრკოლების გარეშე ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში.
„ეს იქნება ერთგვარი საპილოტე პროგრამა, რომელიც წელს ამოქმედდება. შეიძლება იყოს გარკვეული პრობლემები, რაც გამოვლინდება პროგრამის ამოქმედებისას, თუმცა ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ მომავალ წლამდე კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს პროგრამა და მივცეთ საბოლოო ჯამში ისეთი სახე, როგორიც მას უნდა ჰქონდეს. მთავარი მიზანი არის ის, რომ კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ მაქსიმალურად კარგი შესაძლებლობა, თავიდანვე დაბრკოლების გარეშე ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში. არის სხვადასხვა ტიპის პრობლემები, მათ შორის ერთ-ერთი, რაზედაც გვესაუბრებიან ხოლმე ახალგაზრდები არის ის, რომ ჯერ ახალი დამთავრებული გაქვს უნივერსიტეტი, არ გაქვს გახსნილი CV, ასე ვთქვათ, ჯერ არ გაქვს სამუშაო სტაჟი და ამ დროს მიდიხარ სახელმწიფო უწყებებში, სადაც როდესაც გამოცხადებულია კონკურსი თავიდანვე ითხოვენ სამუშაო სტაჟს. ერთ-ერთი მთავარი, რასაც მოგვცემს ეს სამუშაო პროგრამა არის ის, რომ თავიდანვე შეიძენთ სტაჟს და გარდა ამისა, მიიღებთ რა თქმა უნდა, უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც შემდეგ მოგცემთ თქვენი პროფესიული კარიერის კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობას. ამ ყველაფერზე დღეს გვინდა ვისაუბროთ თქვენთან ერთად, თქვენთან ერთად დავხვეწოთ ეს პროგრამა,“- აღნიშნა პრემიერმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ 17 მაისის, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნამ საქართველო გააერთიანა. „ვნახეთ, ხალხი როგორ გაერთიანდა....
სოზარ სუბარი: წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოთხი უცხოელი მინისტრის საქართველოში ვიზიტს და ანტისამთავრობო აქციებში მათ აქტიურ მონაწილეობას ეხმაურება. როგორც სუბარი აცხადებს,...
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა
სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო - სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა...
თეა წულუკიანი: როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა
თეა წულუკიანმა უცხოელი დიპლომატების თბილისში მიმდინარე აქციებში ჩართულობა შეაფასა. კომენტარი ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა „იმედის კვირასთან“...
ნიკა გვარამია: წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი – შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ
წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი - შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა...
დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“...