პრემიერი-საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ

Read Time:1 Minute, 29 Second

კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება. სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გაეცნო.

კლინიკას, რომელიც ერთდროულად 100 პაციენტის მომსახურებას შეძლებს, ხელოვნური სუნთქვის აპარატები გადაეცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კორონავირუსისგან გამოწვეული მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საჭირო აპარატურით და საწოლებით საავადმყოფოს აღჭურვა რამდენიმე დღეში დასრულდება.

„ეს არის მრავალფუნქციური საავადმყოფო საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობებით. ის დღემდე გაშვებული არ იყო და ვინაიდან დღეს გვაქვს სერიოზული გამოწვევები, ნახეთ რამდენად სწრაფად შეიძლება ამ საავადმყოფოს ამოქმედება. უახლოეს დღეებში კლინიკა შეძლებს, მოემსახუროს კორონავირუსით პოტენციურად ინფიცირებულ ჩვენს მოქალაქეებს. ასევე რეგიონში იფუნქციონირებს საკარანტინე ზონები. ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალურად სწრაფად ავამოქმედოთ ეს ყველაფერი. მოვუწოდებ რეგიონის მკვიდრ თითოეულ მედიკოსს და ექიმს – სრული მობილიზება უნდა გამოვაცხადოთ. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციაზე. ყველას გვესმის, რომ ამ საავადმყოფოს ფუნქციონირებას აქვს სხვა ძალიან სერიოზული დატვირთვაც. მოგეხსენებათ, დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს თითოეულ მოქალაქეს მივეხმარებით. აქ იქნება ჩვეულებრივი რეჟიმი. ყველა ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზს გადმოკვეთს და დასჭირდება სამედიცინო დახმარება, ის ამ დახმარებას მიიღებს. ვისაც სჭირდება საკარანტინე ზონა, საკარანტინე ზონას მიიღებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ეს არის ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი ფუნქცია და მისია”, – აღნიშნა პრემიერმა.

სამკურნალოდ ჩაყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის რუხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომლის ტერიტორიაზე ავტოსადგომები და შიდა გზები უკვე მოწყობილია.

მომავალში კლინიკა საუნივერსიტეტო ფუნქციის შესრულებასაც შეძლებს. ადგილზე არსებობს აუდიტორიების, ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სივრცე. რუხის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.

კორონავირუსისგან მიყენებული ზიანის შესამცირებლად, მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით და ჯანდაცვის სამინისტროს ძალისხმევით, მთელი საქართველოს მასშტაბით კლინიკების მომზადება აქტიურად მიმდინარეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე – დადგენილი არ არის სამი შემთხვევის პირველწყარო, ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი
Next post გიორგი გახარია: დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც