პრემიერი: რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში

Read Time:20 Second

ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ. ამ თემაზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმა მცხეთაში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი და ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, მათი სურვილია, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციისთვის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: სვეტიცხოველი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველებისთვის მარადიულობის, ერთიანობის, სიმტკიცის სიმბოლო
Next post თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია დასრულდა