ოთხშაბათი, მაისი 20, 2026

პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ დამატებითი რესურსი და სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს

მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ დამატებითი რესურსი და სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ხოლო ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში 70 პროცენტით გაიზარდა ვენახების ფართობი, 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი და 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. შარშან საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 259 მილიონი დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღო, როცა 2012 წელს შემოსავალი მხოლოდ 71,5 მილიონ დოლარს შეადგენდა. 35 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა მევენახეების შემოსავალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ყურძნის წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.

„საქართველოს მთავრობა წელსაც ახორციელებს დარგის სუბსიდირებას, რათა 20 ათასზე მეტმა მევენახემ მოსავლის დროულად რეალიზება შეძლოს. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე გადამუშავებულია 80 ათასი ტონა ყურძენი. წელს რეკორდულია საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალიც. ინტენსიურად მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარება და უკვე გადამუშავებულია 35 ათასი ტონა ყურძენი. თუმცა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გახდა საჭირო, მოსავალი მაქსიმალურად სწრაფად დაბინავდეს, რათა ყურძენი არ გაფუჭდეს და მისი გადამუშავება დროულად მოხდეს. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად მზარდია ყურძნის ჩაბარებაზე მოთხოვნა მევენახეების მხრიდან.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ დამატებითი რესურსი და სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს. ამასთან, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.

მადლობა მინდა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის. საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და კონკრეტულად, მევენახეობა-მეღვინეობის მხარდაჭერას, რადგან ძლიერი სოფლის მეურნეობა ძლიერ გლეხს, ძლიერ ფერმერს და ძლიერ სოფელს ნიშნავს“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის ახალი სანქციების ქვეშ მოხვდნენ ცნობილი ირანული ვალუტის გადამცვლელი კომპანია და მასთან დაკავშირებული რამდენიმე "ფასადური" კომპანია, რომლებიც დასანქცირებული ირანული ბანკების სახელით ასობით მილიონი დოლარის ტრანზაქციებს აკონტროლებენ. აშშ-მა ასევე დაასანქცირა ირანის “ჩრდილოვანი ფლოტის” 19 გემი, რომლებიც სანქციებისთვის თავის ასარიდებლად გამოიყენებოდნენ. “ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემა ხელს უწყობს ტერორისტული მიზნებისთვის დაფინანსების უკანონო გადარიცხვას. იმის ფონზე, რომ სახაზინო დეპარტამენტი “ეკონომიკური მძვინვარების” ფარგლებში სისტემატურად ანგრევს თეირანის ჩრდილოვან საბანკო სისტემას და ჩრდილოვან ფლოტს, ფინანსური ინსტიტუტები ყურადღებით უნდა იყვნენ იმის მიმართ, თუ როგორ მანიპულირებს რეჟიმი საერთაშორისო ფინანსური სისტემით ქაოსის დასატრიალებლად”, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მიდვანმა, სკოტ ბესენტმა.

26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, 20 მაისის 08:00 საათიდან 28 მაისის დღის ბოლომდე ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.მათივე ცნობით, სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით მშრალი ხიდის მიმართულებით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მძღოლები იმოძრავებენ ვირსალაძისა და ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით.„ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან) ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით.გარდა ამისა, 24 მაისის 08:00 საათიდან 28 მაისის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, იტალიისა და ათონელის ქუჩებზე.შეზღუდვის პერიოდში ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით (ჯოვანი სკუდიერის ქუჩის გამოყენებით), ხოლო ვირსალაძის ქუჩიდან მშრალი ხიდისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით.დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით საგზაო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზეც. კერძოდ, 20 მაისის 20:00-დან 21 მაისის 01:00 საათამდე, აგრეთვე, 21-22 მაისს, 10:00-დან 14:00 საათამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრ „გალერეამდე“ და შემდეგ უკუმიმართულებით, ხოლო მტკვრის ორივე სანაპიროდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის პანდუსამდე (ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთა).რაც შეეხება ალტერნატიულ მარშრუტებს, კერძო ავტომობილების გადაადგილება დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის, ასევე, მათი მიმდებარე ქუჩების დახმარებით.ცვლილება შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას. კერძოდ, აღნიშნულ ქუჩაზე შეიცვლება მოძრაობის მიმართულება და გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან მაჩაბლის ქუჩის გამოყენებით.გარდა ამისა, 24 მაისის 00:00-დან 27 მაისის 08:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ზურაბ ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.აღნიშნულ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები გია ჭანტურიას ქუჩამდე შეძლებენ გადაადგილებას, საიდანაც მარცხნივ მოხვევით, ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხვდებიან და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

20 მაისს, ღირს ასურელ მამათა ხსენების დღეს პატრიარქი ზედაზნის მონასტერში პარაკლისს აღასრულებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ხვალ, 20 მაისს, 14:00 საათზე, ღირს ასურელ მამათა – იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ზედაზნის მონასტერში, პარაკლისს აღასრულებს.მათივე ცნობით, ხვალვე, 17:00 საათზე, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას აღასრულებს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

ენტონი ბლინკენი – ჩინეთთან ერთი ერთზე თუ ვიბრძვით, ეს თამაში შეიძლება, წავაგოთ, გამოკითხვის შედეგებმა, რომელიც 130 ქვეყანას მოიცავდა, აჩვენა, რომ ჩინეთი აშშ-თან შედარებით უფრო...

ჩინეთთან ერთი ერთზე თუ ვიბრძვით, ეს ისეთი თამაშია, რომელიც შეიძლება, წავაგოთ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამერიკული პროგრესის ცენტრის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„მათი ბაზარი გაცილებით დიდია, მათი წარმოება ჩვენსას სამჯერ აღემატება. მსყიდველობითი უნარი ჩვენზე მეტია, მეტი სამეცნიერო ნაშრომი, უფრო დიდი სამხედრო-საზღვაო ფლოტი. შეგვიძლია, ეს სია გავაგრძელოთ, მაგრამ, როდესაც ევროპასთან, იაპონიასთან, კორეასთან, ინდოეთთან, ავსტრალიასთან და კანადასთან ვართ გაერთიანებული, მსოფლიო მშპ-ში ჩვენი წილი დაახლოებით 25%-დან 50-60%-მდე იზრდება. ჩინეთისთვის ეს გაცილებით უფრო ძნელი უგულებელსაყოფია“, – აღნიშნა ბლინკენმა.მისივე თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონლად ტრამპს ამ ეტაპზე ბევრ საკითხზე მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით აკლია და ქვეყანა მსოფლიოშიც სუსტ პოზიციაზეა.„რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა გამოკითხვა, რომელიც 130 ქვეყანას მოიცავდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ჩინეთი შეერთებულ შტატებთან შედარებით უფრო სანდო აქტორად აღიქმება. ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, გერმანიაში მოსახლეობის 70% შეერთებულ შტატებს მეტოქედ მიიჩნევს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შესაძლებლობა, შევქმნათ ერთიანობა და კოორდინაცია იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რასაც ჩინეთი ქმნის, მნიშვნელოვნად შესუსტდა“, – განაცხადა ბლინკენმა.

გთხოვთ დავეხმაროთ და გავაზიაროთ- 10 წლის გიოსა და მის 9 წლის დაიკოს, ანამარიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

გიოსა და ანამარიას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათმეგობრებო, ამ ორ პატარას -10 წლის გიოსა და მის 9 წლის დაიკოს, ანამარიას - ჩვენი დახმარების გარეშე გაუჭირდებათ. ბავშვებს განვითარების შეფერხება აქვთ და ახლა გადამწყვეტი 2-თვიანი მკურნალობის კურსი უნდა დაიწყონ.ოჯახს მუდმივად უწევს ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა, რისი ფინანსური შესაძლებლობაც ამ ეტაპზე აღარ გააჩნიათ. ჩვენი მიზანია შევაგროვოთ სულ რაღაც 500 ლარი, რაც მათთვის იმედის მომცემი იქნებაგთხოვთ, გავერთიანდეთ: თუნდაც 1 და 2 ლარი დიდ ცვლილებას მოახდენს!თუ თანხით ვერ ეხმარებით, გააზიარეთ პოსტი, რომ სხვამ ნახოს.საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკი: GE66BG0000000610025929 თიბისი ბანკი: GE66TB7842845061100138 მიმღები: გიორგი ბერიშვილი პირადი ნომერი: 46550001060

ბოლო სიახლეები