სამშაბათი, ივნისი 16, 2026

პრემიერი: ერეკლე მეორის ძეგლი შეახსენებს მტერსაც და მოყვარესაც, რომ საქართველო არასოდეს დათმობს თავის თვითმყოფადობას, არასოდეს დათმობს მამულს, ენას და სარწმუნოებას

კახეთი არის ჩვენი ქვეყნის ულამაზესი მხარე, რომელსაც ყველაზე მეტი ომი აქვს გადატანილი სამშობლოსთვის და სარწმუნოებისთვის. შესაბამისად, თქვენ არავისგან გესწავლებათ არც ქვეყნისთვის თავგანწირული ბრძოლა და არც მშვიდობის ფასი.

კახეთი არის უდიდესი ქართველი მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის მშობლიური მხარე, ილია ჭავჭავაძემ საქართველოს თვითმყოფადობის არსი სამი სიტყვით – მამულით, ენით და სარწმუნოებით გამოხატა და თითოეულ ქართველს სამშობლოსათვის თავგანწირვის გამორჩეული მაგალითი მოგვცა. – ამის შესახებ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე თელავში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“კახეთი არის ერეკლე მეორის მშობლიური მხარე, ერეკლე მეორემ  ჯერ მრავალი გადახდილი ომით და შემდეგ თავისი სიბრძნით შეუნარჩუნა საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობა და ქრისტიანული სარწმუნოება. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ამ ქვეყნის თვითმყოფადობისა და ქრისტიანული სარწმუნოების მტრებს თავის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ სწორედ ერეკლე მეორე ჰყავთ ამორჩეული. ამის საპირისპიროდ, ჩვენი ვალია, ჩვენს უსაყვარლეს მეფეს განსაკუთრებული პატივი მივაგოთ და ამ მიზნით, როგორც უკვე მოგეხსენებათ, საქართველოს დედაქალაქში – თბილისში მალე ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართება. ერეკლე მეორის ძეგლი შეახსენებს მტერსაც და მოყვარესაც, რომ საქართველო არასოდეს დათმობს თავის თვითმყოფადობას, არასოდეს დათმობს მამულს, ენას და სარწმუნოებას.

კახეთი არის მხარე, სადაც ყველაზე უკეთ იციან ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოს – ვაზის მოვლა და მოფრთხილება. ამიტომ, კახელებს ტრადიციულ ქართულ ფასეულობებს ვერასდროს ვერავინ დაგათმობინებთ. კახეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო და იშრომო შენი სამშობლოს თვითმყოფადობისა და ტრადიციების დასაცავად და შესანარჩუნებლად.

2012 წელს, როდესაც ქართველებს სისხლიანი რეჟიმი გვყავდა ხელისუფლებიდან გასასტუმრებელი, კახელებმაც თქვენი ხმამაღალი სიტყვა თქვით.

2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ, ყველამ ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ უამრავ დანაშაულს ჩადიოდა. ეს დანაშაულები იყო ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება და მრავალი სხვა. რაც მთავარია, ამ ადამიანების მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენს ქვეყანას ტერიტორიის 20 პროცენტის – ჩვენი ისტორიული მხარეების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვად დაუჯდა. ეს არის ღალატი, რომლისთვისაც დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, ევროკავშირს „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს

ევროკავშირი ყოველთვის იყო წესებზე დაფუძნებული პროექტი, რაც გულისხმობს, რომ ყველა წევრი ამ წესების წინაშე თანასწორია. ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ევროკავშირის პლაკატურ ფრაზას – „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“, პრაქტიკაში სულ უფრო მეტად ანაცვლებს ლოზუნგი – „არ გადაუხვიო გენერალურ ხაზს“, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგიღებენ, თუ შენი ხმა მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას შეასრულებს.„გუშინ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა, აღნიშნა, რომ ევროკავშირში განიხილება იდეა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს.ამავე დროს ეს იმასაც გულისხმობს, რომ წევრობის ეტაპზე გადასვლის შემდეგ საქართველოს, ისევე როგორც სხვა ახალ წევრ სახელმწიფოებს, კვლავ ევროკავშირის სხვა წევრების მსგავსი ვალდებულებები ექნება, თუმცა უფლებრივად მათთან თანასწორი არ იქნება. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს შეეძლება, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე გადაწყვეტილებები საქართველოს გარეშე მიიღოს.ასეთ მომენტში ბევრს ალბათ გაახსენდება ბრიუსელის მიერ ხშირად გამეორებული ფრაზა – „არანაირი გადაწყვეტილება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“. ევროკავშირში განხილული იდეა სწორედ ამ მიდგომის გაუქმებაა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ეს უკრაინელებმაც კარგად დაინახეს და განაცხადეს, რომ მეორეხარისხოვან წევრობას არ დათანხმდებიან.ამგვარი ტენდენციები აჩვენებს, რომ ევროკავშირის პლაკატურ ფრაზას – „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“, პრაქტიკაში სულ უფრო მეტად ანაცვლებს ლოზუნგი – „არ გადაუხვიო გენერალურ ხაზს“, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგიღებენ, თუ შენი ხმა მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას შეასრულებს. მართლაც, ასეთი მიდგომა ხომ კიდევ უფრო გაამარტივებს გადაწყვეტილებების მიღებას – აღარ იქნება საჭირო რთული დისკუსიები, განსხვავებული პოზიციები და დემოკრატიის ის ნაწილი, რომელიც განსხვავებულ აზრს გულისხმობს.ევროკავშირი ყოველთვის იყო წესებზე დაფუძნებული პროექტი, რაც გულისხმობს, რომ ყველა წევრი ამ წესების წინაშე თანასწორია. ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს.ამიტომ ერთი რამ აქვე უნდა ითქვას მკაფიოდ – ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია.საქართველოს უკვე აქვს ნომინალური და უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება, რომლის გამეორებასაც ჩვენ არ ვაპირებთ. თუკი ევროკავშირის წევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ამგვარ ცვლილებას დაუშვებენ, გამოვა, რომ მათ პრობლემა არა საბჭოთა კავშირთან ჰქონიათ, არამედ იმასთან, თუ ვინ დომინირებს ამგვარ კავშირში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.

მაშველებმა, 2 ივნისს მომხდარი ავარიის დროს, მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა 14-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.„საძიებო სამუშაოებში ყოველდღიურად ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მყვინთავთა ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით. ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.ცნობისთვის, 2 ივნისს ავტოსაგზაო შემთხვევისას თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აშშ-ისრაელის ერთობლივმა ოპერაციამ ირანის ბირთვული საფრთხე აღმოფხვრა, თუმცა ბრძოლა არ დასრულებულა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აშშ-ისრაელის ერთობლივმა ოპერაციამ ირანის ბირთვული საფრთხე აღმოფხვრა, თუმცა „ბრძოლა არ დასრულებულა“.„შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი. არც დღეს და არც ხვალ. ვიდრე მე ვარ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ეს არ მოხდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერის თქმით, ისრაელმა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, „ისრაელის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეტევითი ოპერაცია“ განახორციელა, გაანადგურა ბირთვული ობიექტები, ირანელი ლიდერები, საზღვაო და საჰაერო ძალები.ნეთანიაჰუს შეფასებით, ირანის ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი ასეულობით მილიარდ, შესაძლოა, ტრილიონ დოლარამდე აღწევს.„ჩვენ დავრჩებით უსაფრთხოების ზონებში იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის დასაცავად“, – აღნიშნავს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ ისრაელი „უსაფრთხოების ზონებში დარჩება“ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა დონალდ ტრამპთან ურთიერთობაზეც და აღნიშნა, რომ ხშირად იზიარებენ ერთმანეთის პოზიციებს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ნაკლებად თანხმდებიან.

ირანის ელჩი-დიალოგი ქართველ ახალგაზრდებთან

,,დიალოგი ქართველ ახალგაზრდებთანძვირფასო ქართველო ახალგაზრდებო, როდესაც ექვსი თვის წინ საქართველოში ჩამოვედი, ვიცოდი, რომ ბევრი თქვენგანი ირანს ძირითადად ახალი ამბების, სოციალური ქსელებისა და პოლიტიკური ნარატივების მეშვეობით იცნობდა. ეს სრულიად ბუნებრივია. მაგრამ დღეს მსურს თქვენთან ვისაუბრო არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელმა. ირანი მხოლოდ ის არ არის, რასაც ახალი ამბების სათაურებში ხედავთ. ირანი 90 მილიონზე მეტი ადამიანის ქვეყანაა; ქვეყანა, რომლის უნივერსიტეტებს ყოველწლიურად ასობით ათასი სტუდენტი ამთავრებს; ადგილი, სადაც ახალგაზრდები ქმნიან სტარტაპებს, წერენ მუსიკას, იღებენ ფილმებს, მისდევენ სპორტს, მოგზაურობენ და, ისევე როგორც თქვენ, საკუთარ მომავალზე ფიქრობენ. ბოლო თვეები ჩემი ქვეყნისთვის რთული და მოვლენებით დატვირთული იყო. სანქციებმა, პოლიტიკურმა ზეწოლამ, უსაფრთხოების გამოწვევებმა და რეგიონულმა დაძაბულობამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიოს მრავალი ადამიანის ყურადღება მხოლოდ ირანის ამ მხარეზეა კონცენტრირებული. მაგრამ ერების ცხოვრება მხოლოდ კრიზისებით არ განისაზღვრება. ისევე როგორც საქართველო მხოლოდ წარსული ომებითა და პრობლემებით არ არის ცნობილი, ირანიც არ არის მხოლოდ საერთაშორისო კონფლიქტებისა და გამოწვევების ერთობლიობა. ირანი ჰაფეზისა და ფირდოუსის ქვეყანაა; ისპაჰანი, შირაზი, თავრიზი, იაზდი და ფერეიდანი ამ ქვეყნის საგანძურია, ირანი ათასწლოვანი ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და შემოქმედების ქვეყანა. განსაკუთრებით თქვენ, ქართველ ახალგაზრდებს, მინდა გითხრათ: ნუ დაეთანხმებით ნურც იმ სურათს, რომელიც ირანს სრულიად უნაკლო და იდეალურ ქვეყნად წარმოაჩენს, და ნურც იმ სურათს, რომელიც მხოლოდ პრობლემებსა და კრიზისებზე საუბრობს. აღმოაჩინეთ თავად. იკითხეთ. დასვით კითხვები. იმოგზაურეთ. ესაუბრეთ ირანელ ახალგაზრდებს. გაიცანით ადამიანები და არ შემოიფარგლოთ მხოლოდ ახალი ამბების სათაურთა გაცნობით. ჩვენი ქვეყნები მეზობლები არიან. ჩვენი ისტორია საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ გადაჯაჭვულა ერთმანეთთან — როგორც სასიამოვნო, ისე მწარე გამოცდილებებით. მწარე გამოცდილებიდან უნდა ვისწავლოთ, რათა ისინი აღარ განმეორდეს, ხოლო დადებითი გამოცდილებებიდან უნდა დავსახოთ იმედი, რომ ისინი ახალი ფორმით კვლავ განმეორდება. მომავალს არც პოლიტიკოსები შექმნიან და არც ისტორიკოსები — მას თქვენი თაობა შექმნის. მე მჯერა, რომ ირანელ და ქართველ ახალგაზრდებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთის უკეთ გასაცნობად, ერთმანეთისგან სასწავლად და მეგობრობისა და თანამშრომლობის ხიდის ასაშენებლად ჩვენი რეგიონის მომავლისთვის. ჩვენი საელჩო თბილისში თქვენი დიალოგის ადგილს წარმოადგენს და მოხარული ვიქნები, თუ ყოველკვირეულად შევხვდებით ერთმანეთს. სიამოვნებით ვუპასუხებ თქვენს კითხვებს, დავესწრები თქვენს შეკრებებს, მოვისმენ თქვენს მოსაზრებებს და მიღებულ აზრებს პასუხისმგებლიანად გადავცემ შესაბამის მხარეებს. ასევე მსურს ვეცადო ირანში თქვენი ჯგუფური მოგზაურობების დაორგანიზებას ან, თუ მასპინძლობისთვის მზად იქნებით, შემიძლია ირანელი ახალგაზრდების სამეცნიერო და ინტელექტუალური წრეები საქართველოში მოვიწვიო. პატივისცემით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში''-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი.

„როიტერი“ – უნგრეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომელიც ვიქტორ ორბანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნების შესაძლებლობას უზღუდავს

უნგრეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება, მაქსიმუმ, რვა წლის ვადით იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა ვრცელდება თანამდებობის დატოვებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელახლა არჩევის შემთხვევაშიც.როგორც მედია აღნიშნავს, ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ხელისუფლებაში დაბრუნება აეკრძალება.ცვლილება ვრცელდება ყველა პირზე, ვინც 1990 წლის 2 მაისიდან პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ ცვლილებებს „მიკერძოებად“ აფასებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი წესი ევროპის არცერთ საპარლამენტო დემოკრატიაში არ არსებობს.

ბოლო სიახლეები