ორშაბათი, იანვარი 19, 2026

პრემიერი: ერეკლე მეორის ძეგლი შეახსენებს მტერსაც და მოყვარესაც, რომ საქართველო არასოდეს დათმობს თავის თვითმყოფადობას, არასოდეს დათმობს მამულს, ენას და სარწმუნოებას

კახეთი არის ჩვენი ქვეყნის ულამაზესი მხარე, რომელსაც ყველაზე მეტი ომი აქვს გადატანილი სამშობლოსთვის და სარწმუნოებისთვის. შესაბამისად, თქვენ არავისგან გესწავლებათ არც ქვეყნისთვის თავგანწირული ბრძოლა და არც მშვიდობის ფასი.

კახეთი არის უდიდესი ქართველი მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის მშობლიური მხარე, ილია ჭავჭავაძემ საქართველოს თვითმყოფადობის არსი სამი სიტყვით – მამულით, ენით და სარწმუნოებით გამოხატა და თითოეულ ქართველს სამშობლოსათვის თავგანწირვის გამორჩეული მაგალითი მოგვცა. – ამის შესახებ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე თელავში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“კახეთი არის ერეკლე მეორის მშობლიური მხარე, ერეკლე მეორემ  ჯერ მრავალი გადახდილი ომით და შემდეგ თავისი სიბრძნით შეუნარჩუნა საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობა და ქრისტიანული სარწმუნოება. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ამ ქვეყნის თვითმყოფადობისა და ქრისტიანული სარწმუნოების მტრებს თავის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ სწორედ ერეკლე მეორე ჰყავთ ამორჩეული. ამის საპირისპიროდ, ჩვენი ვალია, ჩვენს უსაყვარლეს მეფეს განსაკუთრებული პატივი მივაგოთ და ამ მიზნით, როგორც უკვე მოგეხსენებათ, საქართველოს დედაქალაქში – თბილისში მალე ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართება. ერეკლე მეორის ძეგლი შეახსენებს მტერსაც და მოყვარესაც, რომ საქართველო არასოდეს დათმობს თავის თვითმყოფადობას, არასოდეს დათმობს მამულს, ენას და სარწმუნოებას.

კახეთი არის მხარე, სადაც ყველაზე უკეთ იციან ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოს – ვაზის მოვლა და მოფრთხილება. ამიტომ, კახელებს ტრადიციულ ქართულ ფასეულობებს ვერასდროს ვერავინ დაგათმობინებთ. კახეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო და იშრომო შენი სამშობლოს თვითმყოფადობისა და ტრადიციების დასაცავად და შესანარჩუნებლად.

2012 წელს, როდესაც ქართველებს სისხლიანი რეჟიმი გვყავდა ხელისუფლებიდან გასასტუმრებელი, კახელებმაც თქვენი ხმამაღალი სიტყვა თქვით.

2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ, ყველამ ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ უამრავ დანაშაულს ჩადიოდა. ეს დანაშაულები იყო ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება და მრავალი სხვა. რაც მთავარია, ამ ადამიანების მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენს ქვეყანას ტერიტორიის 20 პროცენტის – ჩვენი ისტორიული მხარეების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვად დაუჯდა. ეს არის ღალატი, რომლისთვისაც დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გააზიარეთ გთხოვთ 🙏🥹 ოთხი შვილის დედას ვჭირდებით

გააზიარეთ გთხოვთ ოთხი შვილის დედას ვჭირდებით მაკა ბასილაძის პოსტი . მეგობრებო, ძალიან მიჭირს ამის დაწერა მაგრამ ამჯერად სხვა გზა აღარ მაქვს დიდი იმედით ვწერ. მყავს 4მცირეწლოვანი ბავშვი რომლისთვისაც უნდა ვიბრძოლო და დანებების უფლება არ მაქვს და ეს თქვენი დახმარებითა და გვერდში დგომით მჯერა რომ გამომივაერთი თვის წინ გავიკეთე პირველი ოპერაცია — მოხდა კვანძოვანი ჯირკვლის ამოკვეთა მელანომასთან ერთად იმედი გვქონდა, რომ ყველაფერი ამით დასრულდებოდა მცირედი მკურნალობით… სამწუხაროდ, ოპერაციის შემდეგ მოხდა დათესვა, რის შედეგადაც მიღებულმა პასუხმა გვაჩვენა რომ ისევ პროგრესირებს და მეტასტაზია წასული — დამიდგინდა III სტადიის ავთვისებიანი მელანომა.ამ დიაგნოზის შემდეგ ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა. აუცილებელია დაუყოვნებლივ იმუნოთერაპიის დაწყება რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ძალიან ძვირადღირებულია. საჭირო თანხა შეადგენს 210 000 ლარს, რაც ჩემი შესაძლებლობებისთვის დაუძლეველია.ამ ეტაპზე სასწრაფოდ საჭიროა 35000 ლარი სხვა გამოსავალი აღარ დამრჩა და იძულებული ვარ დახმარება გთხოვოთ თქვენ. თითოეული ლარი, თითოეული გაზიარება ჩემთვის არის შანსი სიცოცხლისთვის ბრძოლაში.თუ ფინანსურად დახმარება ვერ შეგიძლიათ, გთხოვთ მაინც გააზიაროთ — ესეც უდიდესი მხარდაჭერაა წინასწარ დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში დამიდგება ამ ურთულეს გზაზე მიმკები პაციენტი61006078700 მ.ბ მაკა ბასილაძეGE24LB0711142660640000ლიბერთი ბანკიGE98TB7891945061100114თიბისი ბანკიGE18BG0000000511296022საქართველოს ბანკი

აიათოლა ალი ხამენეი – ამბოხი ამერიკელებმა დაგეგმეს და იმოქმედეს, მათი მიზანი ირანის გადაყლაპვაა, აშშ-ის პრეზიდენტი თავად ჩაერთო ამბოხებაში, ამბოხებულებს აქეზებდა

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასიკვდილო საპროტესტო აქციების წაქეზებაში ადანაშაულებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მას დამნაშავედ მიიჩნევს მსხვერპლისთვის, ზიანისა და ირანელი ერის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის.„ჩვენ აშშ-ის პრეზიდენტს დამნაშავედ მივიჩნევთ, როგორც მსხვერპლისა და მიყენებული ზარალისთვის, ასევე ირანელი ერის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის. ეს ამბოხი ამერიკული იყო, ეს ცხადი იყო. ამერიკელებმა დაგეგმეს და იმოქმედეს. ამერიკელების მიზანი ირანის გადაყლაპვაა და ამას ნათლად და ცალსახად, ისლამურ რესპუბლიკაში ორმოც წელზე მეტხნიანი გამოცდილებით ვაცხადებ“, – განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა.ამასთან, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, ასეთი ამბოხი ირანს წარსულშიც არაერთხელ ახსოვს, თუმცა ამჟამინდელი ამბოხი დანარჩენებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მასში აშშ-ის პრეზიდენტი პირდაპირ იყო ჩართული, ამ ამბოხის ნაწილი იყო.„წარსულში, როდესაც ქვეყანაში მსგავსი ამბოხი ხდებოდა და ჩვენ ის არაერთხელ გვქონია, მასში ხშირად ამერიკული პრესა, ასევე ამერიკული ან ევროპული ქვეყნებიდან მეორეხარისხოვანი პოლიტიკოსები ერეოდნენ. ამ ამბოხის თავისებურება კი ის იყო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თავად ერეოდა, გამოდიოდა, აკეთებდა განცხადებებს, იმუქრებოდა, აქეზებდა ამბოხებულებს. მათ ეუბნებოდა – „ჩვენ მხარს დაგიჭერთ, ჩვენ სამხედრო მხარდაჭერას გაგიწევთ“. ანუ, აშშ-ის პრეზიდენტი თავად ჩაერთო ამბოხებაში და იყო ამ ამბოხის ნაწილი“, – აღნიშნა ხამენეიმ.მისივე განცხადებით, ირანი ქვეყნის ომისკენ წაყვანას არ აპირებს, თუმცა არც დამნაშავეების დაუსჯელად დატოვებას გეგმავს. როგორც ირანის უზენაესი ლიდერი აღნიშნავს, ირანელმა ერმა შიდა და საერთაშორისო დამნაშავეები, ამბოხის ყველა მხარდამჭერი ისევე უნდა დაამარცხოს, როგორც ამბოხი დაამარცხა.

ვისთვის დაიშვება გამონაკლისი ამერიკის ვიზის მიღებაზე – საელჩოს განმარტება

„საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების“ მაღალი რისკის გამო ამერიკის შეერთებული შტატები 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს. ამ ჩამონათვალში მოხვდა საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი.საქართველოში აშშ-ის საელჩო ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას და განმარტავს, ვის შეეხება ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 14 იანვრის განახლებას ეფუძნება."ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც განაცხადს წარადგენენ იმ ქვეყნის მოქმედი პასპორტით, რომელიც სიაში არ შედის, საიმიგრაციო ვიზების გაცემაზე პაუზა არ გავრცელდება", - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.საელჩოს ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ყველა პოლიტიკის, რეგულაციისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის სრულ გადახედვას, რათა უზრუნველყოს, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები არ გამოიყენებენ სოციალურ დახმარებას შეერთებულ შტატებში და არ გახდებიან საჯარო ტვირთი.ამასთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩო საქართველოში ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს აქვეყნებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდა:"რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს?საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები არიან, შეუძლიათ განაცხადის წარდგენა და გასაუბრებაზე დასწრება. დეპარტამენტი გააგრძელებს გასაუბრების თარიღების ჩანიშვნას, თუმცა პაუზის პერიოდში ამ მოქალაქეებზე საიმიგრაციო ვიზები არ გაიცემა.არსებობს თუ არა გამონაკლისები?ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც განაცხადს წარადგენენ იმ ქვეყნის მოქმედი პასპორტით, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სიაში არ შედის, ეს პაუზა არ გავრცელდება.ექნება თუ არა გავლენა ამ პაუზას ჩემს ამჟამად მოქმედ ვიზაზე?არა. ამ მითითების ფარგლებში არც ერთი საიმიგრაციო ვიზა არ გაუქმებულა. შეერთებულ შტატებში შესვლასთან დაკავშირებული შეკითხვებით, გთხოვთ, მიმართოთ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს (DHS).ეს პაუზა ვრცელდება თუ არა ტურისტულ ვიზებზე?არა. ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, ქვეყნების სრული ჩამონათვალი, ვისაც შეზღუდვა შეეხო, ასეთია: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია, ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.

რატომ იშლება ნაძვის ხე ნათლისღების დღესასწაულამდე – ეკლესიის განმარტება

საზოგადოებაში ბევრი მითი არსებობს და თანაც, ისე აქვს ფესვები გადგმული, რომ შემდეგ დაუწერელი წესებივით, ბრმად მისდევს ყველა.არსებობს მოსაზრება, რომ 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, ნაძვის ხე სახლში აღარ უნდა გვედგას და 18-ში აუცილებლად უნდა ავიღოთ. უცნობია, საიდან იღებს ეს მოსაზრება სათავეს, თუმცა, საქართველოში ოჯახების უმეტესობა, სწორედ ასე იქცევა.ამ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ დეკანოზ მამა გურამ ჭარელაშვილს ესაუბრა.„მსგავსი რამ, არსად წერია. ალბათ, იცით, რასთან აკავშირებენ? ნათლისღების წინა დღეს მარხვაა და სადღესასწაულო დღეების დასასრულად აღიქვამენ 18 იანვარს. ახალ პერიოდში გადადის. ეს, რა თქმა უნდა, დირექტიული მითითება არ არის. მსგავსი რამეები არსად წერია.კიდევ არის ასეთი მომენტიც - სასულიერო პირი თავის შვილს რომ რაღაცაზე მისცემს კურთხევას, შეიძლება ისე განზოგადდეს, რომ სხვებმაც კანონად და წესად იქციონ,“ - განმარტა მოძღვარმა.

Bloomberg: ტრამპი გაეროს საკუთარ ალტერნატივას ქმნის

ტრამპი გაეროს საკუთარ ალტერნატივას ქმნის და მასში გაწევრიანებისთვის მილიარდ დოლარს ითხოვს, - ინფორმაციას Bloomberg-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქმე ღაზის საკითხზე შექმნილ „მშვიდობის საბჭოს“ ეხება, რომელიც პერსპექტივაში სხვა კონფლიქტებზეც, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომზეც იმუშავებს, ხოლო მისი ერთპიროვნული მმართველი ანუ თავმჯდომარე დონალდ ტრამპი იქნება.გამოცემა მის ხელში აღმოჩენილი დოკუმენტის მიხედვით იუწყება, რომ საბჭო გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით მიიღებს, თუმცა ნებისმიერი მათგანი ძალაში მხოლოდ თავმჯდომარის თანხმობით შემდეგ შევა. პროექტი ჯერ ოფიციალურად არ დამტკიცებულა. მას სულ მცირე 3 ქვეყნის თანხმობა სჭირდება.

ბოლო სიახლეები