პრემია რეპატრიანტი მასწავლებლების ინტეგრაციისათვის

Read Time:1 Minute, 12 Second

ისრაელის განათლების სამინისტრომ გამართა წვეულება.
წვეულებაზე დაჯილდოვდა სკოლის წარმოადგენლები, რომლებსაც
განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით ახალი, რეპატრიანტი,
მასწავლენლების განათლების პროცესში ინტეგრაციისათვის. პრემიის
გადაცემის ცერემონია „ატიდის“, იაონა ჟაბოტინსკის სახელობის
სკოლაში გაიმართა.
პრემიის გადაცემისას განათლების სამინისტრო შემდეგი
კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა: მასწავლებლისათვის უნდა
ყოფილიყო საუკეთესო პირობები პედაგოგიკური, ორგანიზაციული
და სოციალურ ასპექტებში ინტეგრაციისათვის; აგრეთვე ახალი
რეპატრიირებული მასწავლებლების უკვე გამოცდილ
მასწავლებლებთან ერთად მუშაობისათვის პირობების შექმნა; ახალი
მასწავლებლების მუშაობის უნარების შეფასების სისტემის
ჩამოყალიბება.
აღსანიშნავია, რომ იოანა ჟაბოტინსკის სახელობის „ატიდის“ სკოლაში
დაახლოებით 55 პროცენტი რეპატრიანტი მასწავლებლები მუშაობენ.
ისინი დიდი ბრიტანეთიდან, ინდოეთიდან, რუმინეთიდან,
გერმანიიდან, შვეციიდა, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან
და სხვ. ქვეყნებიდან ავიდნენ ისრაელში.
„ჩვენს სკოლაში, მრავალი წლის განმავლობაში, ახალი
რეპატრიირებული მასწავლებლების აბსორბაციის პროცესი
მიმდინარეობს. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, სკოლის
პედაგოგიური შტატი სწორედ რეპატრიანტი მასწავლებლებისაგან
შედგება. ისინი ახალგაზრდებს სხვადასხვა საგნებს ასწავლიან:
საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო, ჰუმანიტარული, ინგლისური და
სხვ. დისციპლინებში ამზადებენ მოსწავლეებს. ჩვენ, სასწავლო
პროცესისას, მასწავლებლების აბსორბაცია სკოლის ერთერთ მთავარ
ფუნქციად მიგვაჩნია – ამბობს „ატიდის“ დირექტორი ვერონიკა
კუპერი. – ჩვენს სკოლაში მრავალი რეპატიანის შვილი სწავლობს და
ასეთი სწავლების სისტემა ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას სასკოლო
ცხოვრებისა და სწავლის პროცესში. აგრეთვე ეხმარება
მასწავლებლებს შეეგუონ ახალ ქვეყანასა და რეალობას. გავითარდეს
მასწავლებეთა პროფესიონალიზმი, მოსწავლეთა აკადემიური
მოსწტება“.
იოანა ჟაბოტინსკის სკოლა 73 წლის წინ დაარსდა. იგი
ახალგაზრდული სოფლის ნაწილია რომელიც ქვეყნის ცენტრში, ბერ-
იაკობთან, რიშონ-ლე-ციონის მახლობლად მდებარეობს. მთელი

არსებობის მანძილზე სკოლას უდიდესი წვლილი მიუძღვის
მასწავლებლებისა და მოსწავლეების ისრაელის განათლების
სიტემაში ინტეგრაციისათვის. სკოლა ცნობილიათავისი
საგანმანათლებლო კურსით (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია,
მათემატიკა) რომელიც მეშვიდე კლასიდან შეისწავლება. მისი
სასკოლო პროგრამა ერთმანეთში აერთიანებს მრავალ დისციპლინას
და სწავლის პროცესი ერთიანი სტრუქტურის ქვეშ მიმდინარეობს.
ფოტო: „ატიდ-ის“ სკოლის პ/ს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: დამთავრდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები, ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანს სჭირდება იმას გავაკეთებთ
Next post აზერბაიჯანი ისრაელში საელჩოს გახსნის