ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, ეს კონსტიტუციის პრინციპის, მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, შსს-ს დღევანდელი განცხადება არის მუქარა.
„ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო. ეს კიდევ ერთი და მთავარი კონსტიტუციის პრინციპის – მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევაა. რა მნიშვნელობაა, კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას. მუქარაც არაფერში ჯდება. რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია“, – წერს ზურაბიშვილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ვაფრთხილებთ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს“.