პრეზიდენტი: ტყუილად ნურავინ იმუქრება – არ მოხდება მასობრივი გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა და სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს

Read Time:23 Second

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ყოფილი მეთაურის დაკავებას მასობრივი გამოსვლები არ მოჰყვება.

„აწი კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელი საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის. არა რევანშის, არამედ პირიქით, დეპოლარიზაციის. ტყუილად ნურავინ იმუქრება – არ მოხდება მასობრივი გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა და სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს. როგორც დღეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო კანონიერების დაცვა, ასევე ამ ახალ ეტაპზე კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება ხელისუფლებას, რათა ეს ქვეყანა წაიყვანოს დემოკრატიული, ევროპული და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი-სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია ციხეში
Next post სალომე ზურაბიშვილი: ბევრი კითხულობს, აპირებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებას, არა და არასდროს