პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილს გაეროში დავით ბაქრაძის დანიშვნა კვლავ არ მიაჩნია მიზანშეწონილად

Read Time:39 Second

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია სულავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნა კვლავ არ მიაჩნია მიზანშეწონილად.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია, აქედან გამომდინარე მისი დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს.

რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანიშნული პრეზიდენტის 30 აგვისტოს განკარგულებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობის სახელით შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი მისი ინაუგურაციის შემდეგ 39 იყო, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობებზე“, – აცხადებს ნათია სულავა.

კანადაში საქართველოს ელჩად კახა იმნაძე დაინიშნა, გაეროში მისი შემცვლელი კი აშშ-ში ყოფილი ელჩი დავით ბაქრაძე იქნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ ანჯაფარიძე: ბოკერია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, მერე უშიშროების საბჭოს მდივანი, სრული წვდომა ექნებოდა საიდუმლო ინფორმაციაზე, რომელიც დიდი ალბათობით მისგან უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა
Next post პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტებზე შს სამინისტროს ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა