პოლონური სააღდგომო “კულიჩი” ნაღებით

Read Time:44 Second

 

  • ფქვილი – 500 გ
  • მარგარინი – 100 გ
  • შაქარი – 0,75 ჭიქა
  • ლიმონის წვენი – 4-5 ს/კ
  • შტოშის ჩირი – 50 გ
  • ფერადი ცუკატები – 25 გ
  • საფუარი – 12 გ
  • კვერცხის გული – 4 ცალი
  • ნაღები – 1,5 ჭიქა
  • ნიგოზი – 100 გ
  • ქიშმიში – 50 გ

ჩაცერით ფქვილი ღრმა ჯამში, დაუმატეთ საფუარი და 1 ს/კ შაქარი. აურიეთ.

ქვაბში გააცხელეთ ნაღები, დაუმატეთ მარგარინი, დარჩენილი შაქარი და ლიმონის წვენი. აურიეთ.

ფქვილის მასას დაუმატეთ ჯერ კვერცხის გულები, შემდეგ კი თბილი, მაგრამ არა ცხელი ნაღების მასა. კარგად აურიეთ ხის ჩოგნით.

დაუმატეთ ნიგოზი, შტოში, ცუკატები, სხვა სასურველი ჩირები და კვლავ კარგად აურიეთ. გადააფარეთ მშრალი ჩაის ტილო და გააჩერეთ 1-2 საათით.

როცა ცომის მასა მოცულობაში გაორმაგდება, გაანაწილეთ ცხიმწასმულ ფორმებში და გააჩერეთ კიდევ 1 საათით.

აცხვეთ დაახლოებით 40 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

როცა გამომცხვარი კულიჩები გაგრილდება ამოიღეთ ფორმებიდან (თუ რა თქმა უნდა, არ იყენებთ სპეციალურ ქაღალდის ფორმას), მოასხით მინანქარი და მორთეთ თხილებით.

gemrielia.ge

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სპორტის რომელი სახეობა ეხმარება ბავშვს სწავლაში
Next post ვოლსკი პრეზიდენტს ნარკოდამნაშავეთა შეწყალების რაოდენობის გამო აკრიტიკებს