პეტრო პოროშენკო – სააკაშვილისა და სავჩენკოს მხილება სპეცსამსახურების სახელმძღვანელოში შევა

Read Time:34 Second

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიხეილ სააკაშვილის და ნადეჟდა სავჩენკოს მხილება სპეცსამსახურების სახელმძღვანელოში შევა. პეტრო პოროშენკოს ეს სიტყვები „უკრაინსკაია პრავდას“ მოჰყავს.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინის უშიშროების სამსახურმა ორი ბრწყინვალე და მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა. პირველი ეს იყო რადასთან გაშლილი ე.წ. საპროტესტო ბანაკის მონაწილეთა კავშირის დამტკიცება მალოროსიის პოლიტიკურ ემიგრაციასთან რუსეთში, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ. მიღებულია სანდო ინფორმაცია და გადავკეტეთ დნეპრისა და მდინარე მოსკოვის დამაკავშირებელი ფინანსური არხი, რომლითაც ამ ადამიანებს 30 ვერცხლი გადაჰქონდათ”,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, სავჩენკოც და სააკაშვილიც უკრაინაში რუსეთის სასარგებლოდ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ.

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა პოროშენკოს Facebook-ის გვერდზე უპასუხა. სააკაშვილმა უკრაინის ლიდერს მატყუარა უწოდა. სააკაშვილის მტკიცებით, მისი სახელი უკვე მოხვდა სახელმძღვანელოებში, ხოლო „პოროშენკოს გვარი მხოლოდ სასამართლო და კრიმინალურ ქრონიკაში შევა”.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერ-მინისტრი კახეთში ახალ სასტუმროს გახსნის
Next post სოფელ მოწამეთაში 50 ძირი წიწვოვანი სახეობის ხე მოჭრეს